DSCN3249

დაკვირვება განვითარების უმცირეს ერთეულზე

გიმნაზიის წმ. მოწამეთა ბიძინა, შალვა და ელიზბარის სახელობის მე-7  კლასის მოსწავლეები სტუმრად იმყოფებოდნენ ხიდისთავის საჯარო სკოლის საბუნებისმეტყველო ლაბორატორიაში, რომელიც აღიჭურვა  ათასწლეულის გამოწვევის

ფონდის მიერ (მასწავლებელი თეა ნონიკაშვილი). ლაბორატორიაში ჩატარდა პრაქტიკული გაკვეთილი თემაზე: მცენარეული უჯრედი, დროებითი მიკროპრეპარატის დამზადება. მოსწავლეები დიდი მონდომებითა და ხალისით ჩაერთვნენ სამუშაოში, იმსჯელეს უჯრედზე, როგორც სტრუქტურულ, ფუნქციურ და განვითარების უმცირეს ერთეულზე, ილუსტრაციების დახმარებით დააკავშირეს უჯრედის ფორმა მის ფუნქციასთან, თეორიული ცოდნა დაუკავშირეს პრაქტიკულს, მოსწავლეებმა შექმნეს დროებითი მიკროპრეპარატის მოდელები და დაათვალიერეს მიკროსკოპით. გაკვეთილზე გამოყენებული იქნა ჭკვიანი დაფა, ციფრული და სინათლის მიკროსკოპები, რამაც სასწავლო პროცესი გახადა სახალისო და საინტერესო, ასეთი ტიპის  გაკვეთილები ხელს უწყობს მოსწავლეების ინტერესის გაზრდას მეცნიერების მიმართ და ემსახურება კვლევითი უნარების განვითარებას.

 

მსგავსი სტატიები

კომპიუტერული მოდელირება სწავლების პროცესში

კომპიუტერული მოდელირება სწავლების პროცესში

DSCN0695

შეხვედრა უფროსკლასელებთან

გიმნაზიის შენობა

საშობაო ფესტივალი „გენეთლია“

საბანკო რეკვიზიტები

ა(ა)იპ ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის სკოლა-გიმნაზია

ს.კ 218082848

ს.ს. ბაზისბანკი CBASGE22

ანგარიშის # GE62BS00 0000 0005 6365 90

საკონტაქტო მონაცემები

გორი, სამეფო ქ. #5

+995 (0370) 27 0432

 gori.gimnazia@gmail.com

სკოლა-გიმნაზიის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი

ქეთევან ბებიაშვილი

ტელ: 571 399 323