DSCN7009

2017-2018 სასწავლო წლის პირველი სასწავლო დღე

2017 წლის 14 სექტემბერს, ახალი სასწავლო წლის პირველ დღეს, გიმნაზიის 500-ზე მეტი მოსწავლე, მასწავლებლები და მშობლები გიმნაზიის ტაძარში შეიკრიბნენ. გიმნაზიის რექტორმა, გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ დეკანოზ

ბორისთან და  ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად მიულოცა საეკლესიო ახალი წლის დადგომა, ახალი სასწავლო წლის დაწყება და ქვეყნისთვის სასიკეთოდ წარმატებული სწავლა და გარჯა უსურვა. მეუფე ანდრიამ ისაუბრა ადამიანის მიერ ქველი საქმის ქმნის მნიშვნელობაზე და სამადლობელი სიგელით დააჯილდოვა ბატონი ლაშა სურამელაშვილი, რომლის ხელშწყობითაც გიმნაზიას ახალ სასწავლო წელს დამატებითი სასწავლო სივრცე მიემატა. 2017-2018 სასწავლო წელს გიმნაზიის სამ პირველ კლაში 61-მა მოსწავლემ დაიწყო სწავლა. მიტროპოლიტი ანდრია გიმნაზიის აღმასრულებელ დირექტორთან, დეკანოზ ბორისთან ერთად შეხვდა პირველკლასელებს,  მათ მშობლებსა და მასწავლებლებს  და  დალოცა ისინი.

გიმნაზიაში მე-12 სასწავლო წელი დაიწყო!

 

მსგავსი სტატიები

კომპიუტერული მოდელირება სწავლების პროცესში

კომპიუტერული მოდელირება სწავლების პროცესში

DSCN0695

შეხვედრა უფროსკლასელებთან

გიმნაზიის შენობა

საშობაო ფესტივალი „გენეთლია“

საბანკო რეკვიზიტები

ა(ა)იპ ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის სკოლა-გიმნაზია

ს.კ 218082848

ს.ს. ბაზისბანკი CBASGE22

ანგარიშის # GE62BS00 0000 0005 6365 90

საკონტაქტო მონაცემები

გორი, სამეფო ქ. #5

+995 (0370) 27 0432

 gori.gimnazia@gmail.com

სკოლა-გიმნაზიის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი

ქეთევან ბებიაშვილი

ტელ: 571 399 323