სილუეტების თეატრი

სილუეტების თეატრი

29 ოქტომბერს, იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღისადმი მიძღვნილი დეკადის დამასრულებელ დღეს ღირსი იოანე ათონელის სახელობის IV კლასის მოსწავლეებმა (კლასის ხელმძღვანელი მანანა სირბილაძე) სილუეტების თეატრში გიმნაზიის დაწყებითი კლასების მოსწავლეები მიიწვიეს.

  გოგებაშვილის მოთხრობების კარგად ნაცნობი გმირები მაყურებელთა წინაშე სრულიად განსხვავებული სახით წარდგნენ. მეოთხეკლასელებმა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელ თეა გოგიჩაიშვილთან ერთად დამზადებული სილუეტების თეატრის ფიგურებით დაუვიწყარი სპექტაკლი გამართეს და გმირები თავად გაახმოვანეს. უჩვეულო სანახაობამ გიმნაზიელების დიდი მოწონება დაიმსახურა.

 

მსგავსი სტატიები

ქართული ენის კვირეული

ქართული ენის კვირეული

მე მიყვარს კითხვა

მე მიყვარს კითხვა

სწავლება დაწყებითი კლასების მასწავლებლებისათვის

სწავლება დაწყებითი კლასების მასწავლებლებისათვის

საბანკო რეკვიზიტები

ა(ა)იპ ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის სკოლა-გიმნაზია

ს.კ 218082848

ს.ს. ბაზისბანკი CBASGE22

ანგარიშის # GE62BS00 0000 0005 6365 90

საკონტაქტო მონაცემები

გორი, სამეფო ქ. #5

+995 (0370) 27 0432

 gori.gimnazia@gmail.com

სკოლა-გიმნაზიის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი

ქეთევან ბებიაშვილი

ტელ: 571 399 323