წმ. გრიგოლ ფერაძის სახელობის პრემია

წმ. გრიგოლ ფერაძის სახელობის პრემია

ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზიის რექტორს, გორისა და ატენის მიტროპოლიტ ანდრიას (გვაზავა) ვარშავის უნივერსიტეტმა 2018 წელს

წმ. გრიგოლ ფერაძის სახელობის პრემია მიანიჭა. საბჭოს გადაწყვეტილებით პრემია გაიცა საქართველოში საგანმანათლებლო და სამეცნიერო საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის სახელობის ისტორიული გიმნაზიის აღდგენის, ვარშავის უნივერსიტეტში წმ. გრიგოლ ფერაძის სრული შრომების ქართულ ენაზე გამოცემის მხარდაჭერისთვის, ასევე, ვარშავის უნივერსიტეტსა და გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს შორის სამეცნიერო კავშირების დამყარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის. წმ. გრიგოლ ფერაძის სახელობის პრემია 2010 წელს ვარშავის უნივერსიტეტის ორიენტალისტიკის ფაკულტეტის ქართველოლოგიურ ჟურნალ „პრო გეორგიას“ ინიციატივით დაწესდა და მას ორ წელიწადში ერთხელ გასცემს. პრემია მის ლაურეატების იმ ჰუმანიზმისა და ფასეულობებისთვის გადაეცემათ, რომელებსაც ისინი მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში ამკვიდრებდნენ. წმ. გრიგოლ ფერაძის სახელობის ჯილდო მეათე საუკუნის უძველესი ქართული ხელოვნების ნიმუშის, მარტვილის პანაღიის ასლია, მარგალიტის თვლებითა და მინანქარით დამშვენებული, ოქროსა ვერცხლში მოოჭვილი, სადაც წმ. გრიგოლის ხატია გამოსახული. პრემია და მის ლაურეატებს ვარშავის უნივერსიტეტის წმ. გრიგოლ ფერაძის სახელობის ქართველოლოგთა საერთაშორისო კონფერენციაზე გადაეცემათ, რომელიც ვარშავაში 2018 წლის 6 დეკემბერს გაიმართება. ვულოცავთ მიტროპოლიტ ანდრიას მისი მოღვაწეობის ასეთ შეფასებას და წმ. გრიგოლ ფერაძის სახელობის ჯილდოს მიღებას!

მსგავსი სტატიები

ქართული ენის კვირეული

ქართული ენის კვირეული

მე მიყვარს კითხვა

მე მიყვარს კითხვა

სწავლება დაწყებითი კლასების მასწავლებლებისათვის

სწავლება დაწყებითი კლასების მასწავლებლებისათვის

საბანკო რეკვიზიტები

ა(ა)იპ ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის სკოლა-გიმნაზია

ს.კ 218082848

ს.ს. ბაზისბანკი CBASGE22

ანგარიშის # GE62BS00 0000 0005 6365 90

საკონტაქტო მონაცემები

გორი, სამეფო ქ. #5

+995 (0370) 27 0432

 gori.gimnazia@gmail.com

სკოლა-გიმნაზიის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი

ქეთევან ბებიაშვილი

ტელ: 571 399 323