დაჯილდოება ეპარქიაში

დაჯილდოება ეპარქიაში

2021 წლის 18 ოქტომბერს, ღირსი მამა გრიგოლ ხანძთელის და კლარჯეთის უდაბნოს ღირსთა მამათა და დედათა ხსენების დღეს,

გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ, ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად, საღვთო ლიტურგია აღასრულა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის გორის საკათედრო ტაძარში. ამ დღეს ოქროს ჯვრის ტარების უფლებით დაჯილდოვდნენ  გიმნაზიის საღვთო სჯულის მასწავლებლები, მღვდელი ბასილი ფოსური და მღვდელი იოანე ბონდარენკო. ამავე დღეს ეპარქიის სიგელები გადაეცათ გიმნაზიის მუსიკის მასწავლებლებს: ღირსი გიორგი ათონელის სახელობის ტაძრის მგალობელთა გუნდის რეგენტ ლელა მერაბიშვილსა და  მგალობელ ნათია შუბითიძეს. ვულოცავთ გიმნაზიის მამებსა და მასწავლებლებს მათი გულმხურვალე მსახურების ამგვარ დაფასებას!

მსგავსი სტატიები

გიმნაზიელების მილოცვა დედებს

გიმნაზიელების მილოცვა დედებს

გამარჯვება ესეების კონკურსში

გამარჯვება ესეების კონკურსში

გაცოცხლებული გმირები

გაცოცხლებული გმირები

საბანკო რეკვიზიტები

ა(ა)იპ ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის სკოლა-გიმნაზია

ს.კ 218082848

ს.ს. ბაზისბანკი CBASGE22

ანგარიშის # GE62BS00 0000 0005 6365 90

საკონტაქტო მონაცემები

გორი, სამეფო ქ. #5

+995 (0370) 27 0432

 gori.gimnazia@gmail.com

სკოლა-გიმნაზიის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი

ქეთევან ბებიაშვილი

ტელ: 571 399 323