პროექტი „კამათის ხელოვნება“

პროექტი „კამათის ხელოვნება“

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სასკოლო-საგანმანათლებლო პროექტი X-XII კლასის მოსწავლეებისთვის  - „კამათის ხელოვნება” (ისწავლე თამაშით) 2 თვის განმავლობაში გრძელდებოდა.

პროექტის მიზანია: ახალგაზრდებში არგუმენტირებული კამათის კულტურის, კრიტიკული აზროვნების, სასაუბრო დროის რაციონალურად სარგებლობის, საჭირო მასალებისა თუ ინფორმაციის მოძიების უნარების განვითარება. ასევე, მათი სწორად გამოყენება, კომპრომისის ნახვა და შეთანხმება. პროექტში მონაწილეობისთვის გიმნაზიიდან წმ. მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის კლასის გუნდი დარეგისტრირდა შემდეგი შემადგენლობით: ნიკოლოზ დადიანიძე, მარიამ ბურჯანაძე, ქეთევან კაპანაძე, თინათინ სურამელაშვილი. ლიზი სადღობელაშვილი. თამაშამდე რეგისტრირებულმა გუნდები გაიარეს ტრენინგები: „კამათის კულტურა“ და „შეთანხმების დოკუმენტი“. ტრენინგების დასრულების შემდეგ გუნდები გადავიდნენ თამაშის ეტაპზე, რომელსაც  მენტორები წარმართავდნენ. 2021 წლის 11 დეკემბერს გამართულ თამაშში გიმნაზიის გუნდმა წარმატებით იასპარეზა და ჟიურის მოწონება დაიმსახურა. უნივერსიტეტი მონაწილე მოსწავლეებსა და გიმნაზიას სეთიფიკატებს გადასცემს.

მსგავსი სტატიები

გიმნაზიელების მილოცვა დედებს

გიმნაზიელების მილოცვა დედებს

გამარჯვება ესეების კონკურსში

გამარჯვება ესეების კონკურსში

გაცოცხლებული გმირები

გაცოცხლებული გმირები

საბანკო რეკვიზიტები

ა(ა)იპ ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის სკოლა-გიმნაზია

ს.კ 218082848

ს.ს. ბაზისბანკი CBASGE22

ანგარიშის # GE62BS00 0000 0005 6365 90

საკონტაქტო მონაცემები

გორი, სამეფო ქ. #5

+995 (0370) 27 0432

 gori.gimnazia@gmail.com

სკოლა-გიმნაზიის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი

ქეთევან ბებიაშვილი

ტელ: 571 399 323