გიმნაზიის შენობა

გორის სასულიერო სასწავლებლის 200 წლისადმი მიძღვნილი მოსწავლეთა სასწავლო კონფერენცია

 

ა(ა)იპ ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელ;ის გორის გიმნაზია

2017 წლის 20 ნოემბერი

 

2017 წლის 20 ნოემბერს გიმნაზიის სააქტო დარბაზში გორის სასულიერო სასწავლებლის 200 წლისადმი მიძღვნილი მოსწავლეთა სასწავლო კონფერენცია გაიმართა.

 კონფერენციის მიზანი იყო მოსწავლეებს მოეკვლიათ ინფორმაცია და თანატოლებისათვის გაეცნოთ გორის სასულიერო სასწავლებლის კურსდამთავრებულების ღვაწლი. გორის სასულიერო სასწავლებლის ხუთი კურსდამთავრებულის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ მოხსენებებით აუდიტორიის წინაშე გიმნაზიის საშუალო საფეხურის  ხუთი მოსწავლე წარდგა.  საკონფერენციო თემებითა და საპრეზენტაციო მასალით გიმნაზიელებმა დარბაზში შეკრებილ მსმენელს - სასულიერო პირებს, მასწავლებლებსა და მოსწავლეებს, მათთვის აქამდე უცნობი მრავალი საინტერესო ფაქტი, ისტორია და ფოტო წარუდგინეს. სასწავლო კონფერენცია, როგორც  მასწავლებელთა მიერ ორგანიზებული სხვა საინტერესო აქტივობები, მოსწავლეებს ეხმარება  გამოიმუშაონ კვლევითი უნარები, შეიძინონ საჯარო გამოსვლის გამოცდილება. კონფერენციის მონაწილეებმა სასწავლებლის მატიანეს აქამდე უცნობი და  საინტერესო ფურცლები შემატეს.

წმ. მოციქულთა პეტრესი და პავლეს სახელობის მე-11 კლასის მოსწავლე თათული მარმალიძე - ნიკო ლომოური - მწერალი და მოღვაწე (ხელმძღვანელი ნანა ბერძენიშვილი);

წმ. მოციქულთა პეტრესი და პავლეს სახელობის მე-11 კლასის მოსწავლე გიორგი კვირკველია - მოჯირითე ალექსი გოგოხია (ხელმძღვანელი მარინე კახიაშვილი);

წმ. ნიკოლოზის სახელობის მე-10 კლასის მოსწავლე ანა კარელიძე - სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ეფრემ მეორე (სიდამონიძე) (ხელმძღვანელი მღვდელი გიორგი კარელიძე და ნანა ბერძენიშვილი);

წმ. მოწამეთა ბიძინა, შალვა და ელიზბარის სახელობის მე-8 კლასის მოსწავლე დავით მაისურაძე - სოფრომ მგალობლიშვილი (ხელმძღვანელი ნანა ბერძენიშვილი).

მსგავსი სტატიები

შოთა რუსთაველის წლისადმი მიძღვნილი კონფერენცია

შოთა რუსთაველის წლისადმი მიძღვნილი კონფერენცია

ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის ღვაწლსადმი მიძღვნილი კონფერენცია

ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის ღვაწლსადმი მიძღვნილი კონფერენცია

წმიდა ექვთიმე ღვთისკაცის საიუბილეო წლისადმი მიძღვნილი მოსწავლეთა კონფერენცია

წმიდა ექვთიმე ღვთისკაცის საიუბილეო წლისადმი მიძღვნილი მოსწავლეთა კონფერენცია

საბანკო რეკვიზიტები

ა(ა)იპ ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის სკოლა-გიმნაზია

ს.კ 218082848

ს.ს. ბაზისბანკი CBASGE22

ანგარიშის # GE62BS00 0000 0005 6365 90

საკონტაქტო მონაცემები

გორი, სამეფო ქ. #5

+995 (0370) 27 0432

 gori.gimnazia@gmail.com

სკოლა-გიმნაზიის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი

ქეთევან ბებიაშვილი

ტელ: 571 399 323