„გენეთლია" 2011

„გენეთლია" 2011

ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზია
ყოველწლიურ საშობაო ფესტივალი „გენეთლია“
 
 
 
 
 
 
ფესტივალის ჩატარების თარიღი: 2011 წლის 10-11-12 იანვარი,
 

ფესტივალის ჩატარების ადგილი: ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის  გორის გიმნაზია
ქ.გორი, სამეფო ქუჩა №5

ფესტივალის  მიზანი:     ქრისტეშობის   დღესასწაულის   სიხარულის   აღსაქმელად   და 
მოზარდთათვის რწმენის გაძლიერებისათვის გარემოს შექმნა მოსწავლეთა  
საკონფერენციო გამოსვლებით,  ნახატების გამოფენით და თვითშემოქმედების  წარმოდგენით.

ფესტავალის მონაწილენი: 
1.    ზუგდიდის წმ. გიორგის სახელობის გიმნაზია, 
2.    წმ. იოანე ბოლნელის სახელობის ბოლნისის სასულიერო გიმნაზია,
3.    წმ. ნაზარის სახელობის სამტრედიის მართლმადიდებლური სკოლა,
4.    ხაშურის წმ. ექვთიმე ათონელის სახელობის ლიცეუმი,
5.    სალხინოს წმ. ამბროსი ხელაიას სახელობის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა,
6.    ქარელის წმ. გიორგი მთაწმინდელის სახელობის გიმნაზია,
7.    ოზურგეთის წმ.გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის სკოლა,
8.    ნიქოზის წმ. ეპისკოპოს ალექსანდრეს სახელობის სკოლა
9.    ახალქალაქის საჯარო სკოლა (სამთავისისა და გორის ეპარქია)
10.     გორის №7 საჯარო სკოლა
11.     ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზია

შემოქმედებითი  კონფერენცია  და ნახატების კონკურსი ეძღვნება იაკობ გოგებაშვილისა და აკაკი წერეთლის 170-ე წლისთავს.
კონფერენციისა და საგამოფენო ნახატების თემებია:    
„სადაც – კი ჭეშმარიტის განათლების ლამპარი დანთებულა, დედაბოძად მას ჰქონია და აქვს დედა ენა“;
„და როგორც ღმერთი, სამშობლოც ერთია. . . ერთადერთია“,
წარმოადგინეთ ერთი მოხსენება შეთავაზებული თემებიდან; 
გამოსვლის ხანგრძლივობა არაუმეტეს 10 წთ.
ნახატების რაოდენობა შეზღუდული არ არის.
თვითშემოქმედებითი გამოსვლის თემატიკა:  ქრისტეშობის დღესასწაული, 
გამოსვლის ხანგრძლივობა არაუმეტეს 25 წთ.
მონაწილეთა რაოდენობა არაუმეტეს 15 მოსწავლისა.

ფესტივალის I დღე     –  მონაწილეთა დახვედრა და დაბინავება;
ფესტივალის II დღე    –  ფესტივალის გახსნა – 10:30
–  კონფერენცია – 11:00
–  სადილი – 14:00
–  თვითშემოქმედებითი ჯგუფების გამოსვლები 15:00
–  ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძრის მოლოცვა.
ფესტივალის III დღე   –  თვითშემოქმედებითი ჯგუფების გამოსვლები – 10:00
– ი.გოგებაშვილის სახლ-მუზეუმისა (ს.ვარიანი) და  სამთავისისა და გორის   ეპარქიასთან არსებული კულტურისა და სულიერი განათლების ცენტრის დათვალიერება;
–  სადილი – 14:30
– ფესტივალის დახურვის საღამო.

მსგავსი სტატიები

გიმნაზიის შენობა

„გენეთლია" 2007

„გენეთლია" 2008

„გენეთლია" 2008

„გენეთლია" 2009

„გენეთლია" 2009

საბანკო რეკვიზიტები

ა(ა)იპ ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის სკოლა-გიმნაზია

ს.კ 218082848

ს.ს. ბაზისბანკი CBASGE22

ანგარიშის # GE62BS00 0000 0005 6365 90

საკონტაქტო მონაცემები

გორი, სამეფო ქ. #5

+995 (0370) 27 0432

 gori.gimnazia@gmail.com

სკოლა-გიმნაზიის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი

ქეთევან ბებიაშვილი

ტელ: 571 399 323