სტუმრობა გიმნაზიაში

სტუმრობა გიმნაზიაში

2022 წლის 1 ნოემბერს ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზიას განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, მინისტრის პირველი მოადგილე თამარ მახარაშვილი, მოადგილეები ნუნუ მიცკევიჩი და ვალერიან გობრონიძე,მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი ბერიკა შუკაკიძე,  შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული მიხეილ შაყულაშვილი,  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ჯაბა სამუშია და გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი სოსიაშვილი სტუმრობდნენ.

გიმნაზიის რექტორმა, გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ სტუმრებს გააცნო 205 წლიანი ისტორიის მქონე სასწავლებლის წარსული და აწმყო. გიმნაზიის აღმასრულებელ დირექტორთან, დეკანოზ ბორისთან  და თანამშრომლებთან ერთად ისაუბრეს გიმნაზიის მიღწევებზე, მიმდინარე პროექტებსა და გეგმებზე. სტუმრებმა დაათვალიერეს გიმნაზიის სასწავლო გარემო, კლასები, სპორტული დარბაზი, კვების ბლოკი, დაესწრნენ სიმღერისა და გალობის წრის მეცადინეობას, მოსწავლეთა შესრულებით მოისმინეს საგალობელი და ხალხური სიმღერა.

მიხეილ ჩხენკელი დაინტერესდა გიმნაზიისა და გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლობის საკითხით. მინისტრმა აღნიშნა, რომ სამინისტრო მიესალმება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების თანამშრომლობას უნივერსიტეტებთან სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით. როგორც გიმნაზიის რექტორმა, მიტროპოლიტმა ანდრიამ აღნიშნა, გიმნაზია თავადაა ინიციატორი მოსწავლეთა სასწავლო კონფერენციების, გიმნაზიის მოსწავლეები და მასწავლებლები ჩართული არიან  საუნივერსიტეტო სამეცნიერო კონფერენციებში. მიხეილ ჩხენკელმა გამოთქვა სურვილი  გიმნაზიაში, ფესტივალ „გენეთლიის“  ფარგლებში დაესწროს მოსწავლეთა კონფერენციას, რომელიც, გიმნაზიაში საშობაო არდადეგებზე ყოველწლიურად იმართება.

სტუმრებმა ასევე დაათვალიერეს ეპარქიასთან არსებული საბავშვო ბაგა-ბაღი.

მსგავსი სტატიები

ვირტუალური მოგზაურობა წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტში

ვირტუალური მოგზაურობა წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტში

პედაგოგიური საბჭოს ონლაინ სხდომა

პედაგოგიური საბჭოს ონლაინ სხდომა

საბანკო რეკვიზიტები

ა(ა)იპ ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის სკოლა-გიმნაზია

ს.კ 218082848

ს.ს. ბაზისბანკი CBASGE22

ანგარიშის # GE62BS00 0000 0005 6365 90

საკონტაქტო მონაცემები

გორი, სამეფო ქ. #5

+995 (0370) 27 0432

 gori.gimnazia@gmail.com

სკოლა-გიმნაზიის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი

ქეთევან ბებიაშვილი

ტელ: 571 399 323