საპატიო ტიტული დამსახურებისა და ერთგული მსახურებისთვის

საპატიო ტიტული დამსახურებისა და ერთგული მსახურებისთვის

18 ოქტომბერს, ღირსი მამა გრიგოლ ხანძთელის და კლარჯეთის უდაბნოს ღირსთა მამათა და დედათა ხსენების დღეს, გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ ღამისთევის სადღესასწაულო მსახურება აღავლინა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის გორის საკათედრო ტაძარში.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით დეკანოზის ხარისხში აყვანილ იქნენ მღვდლები ბასილ ფოსური - ფერისცვალების ტაძრის წინამძღვარი და მღვდელი იოანე ბონდარენკო - მთავარანგელოზთა ტაძრის წინამძღვარი. საქართველოში დეკანოზის წოდება XIX საუკუნიდან მოყოლებული ეძლევათ მხოლოდ თეთრი სამღვდელოების წარმომადგენლებს, როგორც საპატიო ტიტული დამსახურებისა და ერთგული მსახურებისთვის. მამების დამსახურებას სასულიერო სარბიელზე გიმნაზიაში საღვთო სჯულის მასწავლებლობაც ემატება. ვულოცავთ მათ საპატიო წოდების მინიჭებას! სადღესასწაულო წირვას გიმნაზიის მასწავლებლები, მოსწავლეები და კურსდამთავრებულებიც მონაწილეობდნენ. მსახურების დასრულების შემდეგ მღვდელმთავარმა სასულიერო პირებსა და მრევლს საჩუქრები გადასცა.

მსგავსი სტატიები

ვირტუალური მოგზაურობა წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტში

ვირტუალური მოგზაურობა წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტში

პედაგოგიური საბჭოს ონლაინ სხდომა

პედაგოგიური საბჭოს ონლაინ სხდომა

საბანკო რეკვიზიტები

ა(ა)იპ ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის სკოლა-გიმნაზია

ს.კ 218082848

ს.ს. ბაზისბანკი CBASGE22

ანგარიშის # GE62BS00 0000 0005 6365 90

საკონტაქტო მონაცემები

გორი, სამეფო ქ. #5

+995 (0370) 27 0432

 gori.gimnazia@gmail.com

სკოლა-გიმნაზიის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი

ქეთევან ბებიაშვილი

ტელ: 571 399 323