ისტორიის კონკურსის გამარჯვებული

ისტორიის კონკურსის გამარჯვებული

2025 წლის თებერვალში ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის კულტურის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს ახალგაზრდობისა და კულტურის განყოფილების ორგანიზებით ჩატარდა დავით აღმაშენებლის ხსენების დღისადმი მიძღვნილი კვირეული,

რომლის ფარგლებშიც გაიმართა თემატური ნახატებისა და ისტორიის კონკურსები. წმ. მეფე დავით აღმაშენებლის გარდაცვალებიდან 900 წლისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში მოსწავლეები დაესწრნენ აკადემიკოს გიორგი სოსიაშვილის ლექცია-სემინარს, დაათვალიერეს ეთნოგრაფიული მუზეუმის საგამოფენო ექსპოზიცია და მოისმინეს თამარ ქორელის ლექცია „დავით აღმაშენებლის ნუმიზმატიკური მემკვიდრეობა“.

ისტორიის კონკურსში სკოლა-გიმნაზიის თორმეტი უფროსკლასელი მონაწილეობდა, მათგან ფინალურ ტურში წმ ანდრია პირველწოდებულის კლასიდან მარიამ ბოლოთაშვილი და ლიზი გადავიდა. ისტორიის კონკურსში გამარჯვება სკოლა-გიმნაზიის წმ. თეოდორე კველთელის სახელობის მე-12 მოსწავლე მარიამ შეყილაძემ დაიმსახურა. 28 თებერვალს, დაჯილდოების ცერემონიაზე, ორგანიზატორებმა კონკურსის გამარჯვებულებსა და ფინალის მონაწილე მოსწავლეებს, მიღწევების აღსანიშნავად, საჩუქრები და სიგელები გადასცეს. გამარჯვებული მოსწავლის ისტორიის მასწავლებელს, ქალბატონ ლიანა გელაშვილს მადლობის სიგელი გადაეცა. კონკურსების ფინალისტები და გამარჯვებული მოსწავლეები სამოგზაუროდ გელათში გაემგზავრებიან.

მსგავსი სტატიები

ვირტუალური მოგზაურობა წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტში

ვირტუალური მოგზაურობა წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტში

პედაგოგიური საბჭოს ონლაინ სხდომა

პედაგოგიური საბჭოს ონლაინ სხდომა

საბანკო რეკვიზიტები

ა(ა)იპ ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის სკოლა-გიმნაზია

ს.კ 218082848

ს.ს. ბაზისბანკი CBASGE22

ანგარიშის # GE62BS00 0000 0005 6365 90

საკონტაქტო მონაცემები

გორი, სამეფო ქ. #5

+995 (0370) 27 0432

 gori.gimnazia@gmail.com

სკოლა-გიმნაზიის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი

ქეთევან ბებიაშვილი

ტელ: 571 399 323