დავით აღმაშენებელისადმი მიძღვნილი კვირეული

 

8-11 თებერვალს გიმნაზიის უფროსკლასელი 16 მოსწავლე მონაწილეობდა ქ. გორის მერიის მოსწავლე-ახალგაზრდობის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის მიერ ორგანიზებულ  დავით აღმაშენებელისადმი მიძღვნილ კვირეულში. კვირეულის ფარგლებში მოსწავლეებმა მოისმინეს ისტორიკოს ელდარ მამისთვალაშვილის ლექცია, დაესწრნენ ლიტერატურულ გამოსვლებს, გაიარეს საკონკურსო ტესტირება. კონკურსის გამარჯვებულთა შორის გიმნაზიის წმ. მოციქულთა პეტრესი და პავლეს სახელობის მე-9 კლასის მოსწავლეები ნინო ბეგიაშვილი და საბა ხაჭაპურიძე არიან (ისტორიის მასწავლებელი ქეთევან პარასკევაშვილი). გამარჯვებულები კვირეულის დასკვნით ღონისძიებაზე სიგელებით, ფასიანი საჩუქრებითა და წიგნის მაღაზიის ვაუჩერით დააჯილდოვეს. ვულოცავთ გამარჯვებულებსა და მათ მასწავლებელს მიღწეულ წარმატებას!

 

DSCN4772 DSCN4775 DSCN4786 DSCN4789

საკონტაქტო მონაცემები

გორი, სამეფო ქ. #5

ჩვენი რეკვიზიტები

  • ა(ა)იპ ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის სკოლა-გიმნაზია

  • ს.კ 218082848

  • ს.ს. ბაზისბანკი CBASGE22

  • ანგარიშის # GE62BS00 0000 0005 6365 90

სკოლა-გიმნაზიის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი

ქეთევან ბებიაშვილი

ტელ: 571399323

ძიება