ბუნებისმეტყველების წრის წევრები გორის კულტურისა და დასვენების პარკში

2019 წლის 15 ოქტომბერს ბუნებისმეტყველების წრის „ბუნების  შვილები“  (ხელმძღვანელი ცირა ზაბილონი) მეცადინეობა  გორის კულტურისა და დასვენების  პარკში გაიმართა.

გაეცვნენ  პარკის სტრუქტურას,  დააკვირდნენ მცენარეებს და დაახარისხეს  ბალახოვან,  ბუჩქოვან  და ხე მცენარეებად.  ასევე  დაათვალიერეს  პარკის მინი ზოოპარკის ვოლიერებში მცხოვრები  ცხოველები.  მოსწავლეები ინტერესით აკვირდებოდნენ ძუძუმწოვრებს, ფრინველებს, მტაცებელ ცხოველებს.  გიმნაზიაში დაბრუნებისას წრის წევრებმა მდინარე მტკვრის  სანაპიროსთან აღმოაჩინეს,  რომ მდინარის  ნაპირი დანაგვიანებული  იყო  სხვადასხვა საყოფაცხოვრებო  ნარჩენებით,  რომელიც აბინძურებდა  გარშემოს.  ყოველივე  ეს მოსწავლეთა განსჯის თემად გადაიქცა და სამომავლო მეცადინეობის თემად დასახეს.

საკონტაქტო მონაცემები

გორი, სამეფო ქ. #5

ჩვენი რეკვიზიტები

  • ა(ა)იპ ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის სკოლა-გიმნაზია

  • ს.კ 218082848

  • ს.ს. ბაზისბანკი CBASGE22

  • ანგარიშის # GE62BS00 0000 0005 6365 90

სკოლა-გიმნაზიის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი

ქეთევან ბებიაშვილი

ტელ: 571399323

ძიება