სტუმრად მეწარმესთან

ინდივიდუალური საწარმოს დათვალიერებისა და ღვინის დაყენების ტექნოლოგიის გაცნობის მიზნით, 2019 წლის 1 ნოემბერს,

გიმნაზიის მკვლევართა კლუბის წევრები ესტუმრნენ გოგი დვალიშვილის მარანს სოფელ ხიდისთავში (მასწავლებელი ნელი ნაოჭაშვილი). დვალიშვილების ოჯახის წევრმა, გიმნაზიის მასწავლებელმა თენგიზ დვალიშვილმა, მოსწავლეებს დაათვალიერებინა ვენახი, მარანი, საოჯახო წარმოება. აუხსნა თუ როგორ მიმდინარეობს ღვინის დაყენება ქვევრში, რომელი ტექნოლოგიური საფეხურებია საჭირო არყის საწარმოებლად. მოსწავლეები დაესწრნენ არყის გამოხდის, ასევე თაფლის გამოწურვის პროცესს. ოჯახურ საწარმოში სტუმრობის ბოლოს მასპინძელმა სტუმრებისთვის თაფლისა და ღვინის დეგუსტაცია მოაწყო.

 

საკონტაქტო მონაცემები

გორი, სამეფო ქ. #5

ჩვენი რეკვიზიტები

  • ა(ა)იპ ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის სკოლა-გიმნაზია

  • ს.კ 218082848

  • ს.ს. ბაზისბანკი CBASGE22

  • ანგარიშის # GE62BS00 0000 0005 6365 90

სკოლა-გიმნაზიის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი

ქეთევან ბებიაშვილი

ტელ: 571399323

ძიება