2026 წლის 24 იანვარს ღირსი მამა გრიგოლ ღმრთისმეტყველის სახელობის X კლასის მოსწავლეები თბილისს ეწვივნენ.
გასულ სემესტრში ქართულ ენასა და ლიტერატურაში მათ შეისწავლეს ძველი ქართული ჰაგიოგრაფიული ძეგლები. შეძენილი ცოდნის გათავისებისა და განმტკიცების მიზნით პედაგოგთან (მარიამ საური) ერთად მოინახულეს და მოილოცეს მეტეხის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის შობის სახელობის ტაძარი, მასში მდებარე წმ. მოწამე შუშანიკ დედოფლის საფლავი, წმ. მოწამე აბო თბილელის სახ.ეკლესია და წმინდანის წამების ადგილები; აგრეთვე - ანჩისხატის ეკლესია და სიონის საპატრიარქო ტაძარი.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრსაც ესტუმრნენ. არდადეგებზე მათ დავალებად ჰქონდათ მიცემული ნოდარ დუმბაძის რომანის „მე ვხედავ მზეს“ წაკითხვა, რის შემდეგაც წაკითხულის უკეთ გააზრებისა და აღქმის მიზნით დაესწრნენ ამავე სახელწოდების სპექტაკლს.

