2025-2026 სასწ. წლის პირველ სემეტრში სკოლა-გიმნაზიაში განხორციელდა პროექტი „სასურსათო უსაფრთხოება და სურსათის უვნებლობა“.
პროექტი დაფინანსებული იყო „საზოგადოება ბილიკის“ მიერ. მასში ჩვენს მოსწავლეებთან ერთად მონაწილეობდნენ გორის მე-8 , გორის მე-9 და შინდისის საჯარო სკოლები. პროექტის განხორციელების პერიოდში მოსწავლეებმა ბევრი საინტერესო რამ ისწავლეს. ისინი აწარმოებდნენ ხილსა და ბოსტნეულში ნიტრატების შემცველობის განსაზღვრას, ისწავლეს, სად გროვდება ზედმეტი ნიტრატები - ნაყოფის რომელ ნაწილში, როდის ხდება ნიტრატების ნიტრიტებად გარდაქმნა; ასევე დაათვალიერეს სხვადასხვა საწარმოი და საკვები პროდუქტების ლაბორატორიები, ეწვივნენ ხილბოსტნეულის ბაზრის ლაბორატორიას. მოსწავლეები ძალიან აქტიურად და ხალისით მუშაობდნენ აღნიშნულ პროექტზე. მისი დახურვის ღონისძიება შედგა შინდიდის საჯარო სკოლაში - გაიმართა პრეზენტაცია, რომელსაც ესწრებოდნენ ჯავახიშვილის უნივერსიტეტის პროფესორები: ბატონი გივი პაპავა და ქალბატონი რივა ლიპარტელიანი.

