2025 წლის 14 ნოემბერს, ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის სკოლა- გიმნაზიაში,
გეოგრაფიის მასწავლებლის, ლელა ყეინაშვილის ინიციატივით განხორციელდა დისტანციური ჩართვა ავსტრალიაში მცხოვრებ მეცნიერთან, ბატონ ლევან ტიელიძესთან, პროფესიით გეოგრაფი, გლაციოლოგი, ავსტრალიის „მონაშის“ უნივერისტეტისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ამჟამად მოღვაწეობს ავსტრალიაში და აქტიურად არის ჩართული როგორც ანტარქტიკის, ასევე კავკასიონისა და მსოფლიოს სხვა მყინვარების კვლევებში.
ბატონმა ლევანმა გიმნაზიელებს გააცნო მის მიერ განვლილი გზა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტიდან ანტარქტიდის ექსპედიციამდე, ისაუბრა მის მიერ განხორციელებულ კვლევებზე, საქართველოს მყინვარების დინამიკაზე, კლიმატის ცვლილებასა და მის შედეგებზე. მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა ნახეს მის მიერ ჩატარებული კვლევის მოკლე ვიდეო-მიმოხილვა, რამაც დიდი დაინტერესება გამოიწვია გიმნაზიის მოსწავლეებში. სტუმარმა მოსწავლეებს საკუთარი გამოცდილების გაზიარებით განუცხადა, რომ დასახული მიზნის მიღწევა მონდომებით, შრომით და საქმისადმი ერთგულებით ყოველთვის შესაძლებელია.

