საბუნებისმეტყველო საგნების კვირეულის ფარგლებში მე-6 კლასში ჩატარდა ეკოთოჯინების სპექტაკლები - მოსწავლეებმა წარმოადგინეს „მდინარის ბინადართა გასჭირი“ და „უხილავი საგანძური“.
ღონისძიების მიზანი გახლდათ მოსწავლეებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება, ეკოლოგიური პრობლემების მიმართ პასუხისმგებლობის გრძნობის გაღვივება და ქცევითი ჩვევების ჩამოყალიბება, რაც ხელს შეუწყობს ჰაერის, წყლის, ნიადაგის დაბინძურების შემცირებას ყოველდღიურ ცხოვრებაში. აღნიშნული აქტივობა წარიმართა სამი მასწავლებლის - ნინო ფსუტურის, მარიამ სანადირაძისა და ნონა ხიდაშელის აქტიური ჩართულობით.

