2026 წლის 22 მაისს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური პროექტის „თსუ დესპანი" ფარგლებში,
სკოლა-გიმნაზიის კურსდამთავრებული მარიამ შეყილაძე შეხვდა სკოლა-გიმნაზიის IX, X და XI კლასების მოსწავლეებს და გააცნო უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამები, პროფესიები და სტუდენტური ცხოვრება. მარიამმა გიმნაზიელებს გაუზიარა გამოცდილება, რაც დაეხმარება მათ არჩევანის გაკეთებაში და სტუდენტობის პირველი დღიდანვე გაუადვილებთ მათ შეგუებას ახალ გარემოსთან. თსუ-ს სტუდენტმა დეტალურად უპასუხა მოსწავლეთა მიერ დასმულ კითხვებს.

