ღირსი იოანე ათონელის სახელობის I კლასი
წმ. მღვდელმთავარ გაბრიელის სახელობის I კლასმა სწავლა დაამთავრა (კლასის ხელმძღვანელი ირინა რობიტაშვილი). პატარებს ქების სიგელები გადასცა და დალოცა გიმნაზიის დირექტორმა მღვდელმა ბორისმა (ნიჩიპეროვიჩი).
2012 წლის 25 მაისს ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გიმნაზიაში მათემატიკური ოლიმპიადა „გონიერის“ გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართა. გამარჯვებულ ები დალოცა და დააჯილდოვა გიმნაზიის დირექტორმა მღვდელმა ბორისმა (ნიჩიპეროვიჩი). მოსწავლეებს გადაეცათ პირველი, მეორე და მესამე ხარისხის დიპლომები და საჩუქრად წიგნები. მოსწავლეთა შედეგების გათვალიწინებით გამოვლინდნენ გამარჯვებული მასწავლებლები და სასწავლებლები. მათ გიმნაზიის ადმინისტრაციისაგან სიგელები და საჩუქრები გადაეცათ.
მეტად დაძაბული და საინტერესო ორთაბრძოლები გამართეს გიმნაზიის VII - X კლასის მოსწავლეებმა. შეხვედრები მოეწყო ეტაპობრივად და საბოლოოდ უფლის ხელთუქმნელი ხატის სახელობის IX კლასის მოსწავლეთა გუნდმა გაიმარჯვა.
17 მაისი 2012 წელი
ნიკო ფიროსმანაშვილი... ბავშვობა, მირზაანი, თბილისი, დუქნები, აბრები და ბევრი ნახატი...
დიდი მხატვრის ცხოვრების სხვადასხვა ეპიზოდი გააცოცხლეს წმ. მოციქულთა პეტრესი და პავლეს მე-5 კლასის მოსწავლეებმა (მასწავლებელი ია ჯალალი). მათ მიერ სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გაკვეთილებზე ნასწავლი და მოძიებული ფაქტები სადად და გემოვნებით იქნა წამოდგენილი გიმნაზიის სცენაზე.
საბანკო რეკვიზიტები
ა(ა)იპ ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის სკოლა-გიმნაზია
ს.კ 218082848
ს.ს. ბაზისბანკი CBASGE22
ანგარიშის # GE62BS00 0000 0005 6365 90
საკონტაქტო მონაცემები
გორი, სამეფო ქ. #5
+995 (0370) 27 0432
gori.gimnazia@gmail.com
სკოლა-გიმნაზიის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი
ქეთევან ბებიაშვილი
ტელ: 571 399 323