2012 წლის 5 მაისს თბილისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში მოსწავლეთა 66-ე სასწავლო-შემოქმედებითი კონფერენციის გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართა. გიმნაზიის უფლის ხელთუქმნელი ხატის სახელობის მე-9 კლასის მოსწავლე გვანცა ლოლუა კონფერენციის ხელოვნებათმცოდნეობის სექციაზე წარდგა თემით „ჩემეული ბებერი ტაო...“. ნაშრომი გიმნაზიის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებლის ქეთევან ლობჟანიძის ხელმძღვანელობით მომზადდა. ხელოვნებათმცოდნეობის სექციაში მოსწავლეთა ნაშრომებს ხელოვნებათმცოდნენი, თეატრმცოდნენი და ხელოვნების სხვადასხვა დარგის მეცნიერმუშაკები აფასებდნენ.
2012 წლის 8 მაისს ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზიაში კონკურს „ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას“ სანუგეშო ტური გაიმართა. კონკურსში მონაწილეობდნენ ნორიოს საჯარო სკოლის, თბილისის #94 საჯარო სკოლის, რუსთავის #4 საჯარო სკოლის, ვანის სამრევლო სკოლისა და ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზიის გუნდები. შეჯიბრის შედეგი კაპიტანთა კონკურსმა გადაწყვიტა - ტურის გამარჯვებული ვანის სამრევლო სკოლის გუნდი „ერთობა“ გახდა და სანუგეშო ფინალში გადავიდა.
21-22 და 28-29 აპრილს გიმნაზიაში ჩატარდა სწავლება მასწავლებელთათვის თემაზე „სასწავლო პროცესის დაგეგმვა, მართვა, შეფასება“.
2012 წლის 5 მაისს გიმნაზიაში მოსწავლეთა მათემატიკური ოლიმპიადა „გონიერის“ ფინალური ტური ჩატარდა. ფინალში 11 სასწავლებლის დაწყებითი კლასების 215 მოსწავლე მონაწილეობდა. გამარჯვებულთა შორის პირველი ადგილი (10 ქულით) 7 მოსწავლემ დაიკავა, მეორე ადგილი (9 ქულით) – 16 მოსწავლემ, ხოლო მესამე ადგილი (8 ქულით) 30 მოსწავლემ მოიპოვა. ვულოცავთ გამარჯვებულებს!
26 აპრილს გიმნაზიის მგალობელთა გუნდი საერთაშორისო ფესტივალზე მონაწილეობის მისაღებად მიემგზავრება. ბავშვთა და მოზარდთა გუნდები უკვე მეხუთედ იკრიბებიან წმინდა ტიხონის მართლმადიდებლური, ჰუმანიტარული უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ ფესტივალზე, რომელმაც საერთაშორისო სტატუსი წელს მიიღო. მონაწილეობას იღებს სხვადასხვა ქვეყნის რამდენიმე კოლექტივი. საქართველოს - ჩვენი მგალობელთა გუნდი წარმოადგენს. თხუთმეტ მოსწავლესთან ერთად მოსკოვში მიემგზავრება გიმნაზიის დირექტორი მამა ბორისი (ნიჩიპეროვიჩი), გუნდის ხელმძღვანელი ლელა მერაბიშვილი და პედაგოგი ლექსო ფსუტური.
საბანკო რეკვიზიტები
ა(ა)იპ ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის სკოლა-გიმნაზია
ს.კ 218082848
ს.ს. ბაზისბანკი CBASGE22
ანგარიშის # GE62BS00 0000 0005 6365 90
საკონტაქტო მონაცემები
გორი, სამეფო ქ. #5
+995 (0370) 27 0432
gori.gimnazia@gmail.com
სკოლა-გიმნაზიის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი
ქეთევან ბებიაშვილი
ტელ: 571 399 323