2022 წელი გიმნაზიის ხელბურთელთა გუნდმა გამარჯვებით დაამთავრა - გიმნაზიელმა გოგონებმა წარმატებით იასპარეზეს სასწავლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში გამართულ ხელბურთის ტურნირში.
2022-2023 სასწავლო წელს სასწავლო გეგმის გათვალისწინებით მეათე კლასს დაემატა სავალდებულო პროექტები. სამოქალაქო განათლებაში პროექტზე მუშაობისას მოსწავლეებმა მასწავლებელთან ერთად გადაწყვიტეს საინფორმაციო სახის პროექტების განხორციელება (მასწავლებელი თინათინ გვერდწითელი).
2022 წლის 1 ნოემბერს ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზიას განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, მინისტრის პირველი მოადგილე თამარ მახარაშვილი, მოადგილეები ნუნუ მიცკევიჩი და ვალერიან გობრონიძე,მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი ბერიკა შუკაკიძე, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული მიხეილ შაყულაშვილი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ჯაბა სამუშია და გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი სოსიაშვილი სტუმრობდნენ.
30 ოქტომბერი მნიშვნელოვანი თარიღია ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორი გიმნაზიისათვის. სწორედ, 2006 წლის 30 ოქტომბერს მიენიჭა გიმნაზიას სწავლების უფლება და განახლებულ ისტორიულ სასწავლებელში დაიწყო სასწავლო-სააღმზრდელო საქმიანობა.
2022 წელის 24-28 ოქტომბერს საქართველოს მასშტაბით გამართულ მედიაწიგნიერების გლობალურ კვირეულს გიმნაზიელებიც შეუერთდნენ. კვირეულის ფარგლებში გიმნაზიაში დაიგეგმა და ჩატარდა სხვადასხვა საინტერესო აქტივობა და ღონისძიება.
საბანკო რეკვიზიტები
ა(ა)იპ ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის სკოლა-გიმნაზია
ს.კ 218082848
ს.ს. ბაზისბანკი CBASGE22
ანგარიშის # GE62BS00 0000 0005 6365 90
საკონტაქტო მონაცემები
გორი, სამეფო ქ. #5
+995 (0370) 27 0432
gori.gimnazia@gmail.com
სკოლა-გიმნაზიის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი
ქეთევან ბებიაშვილი
ტელ: 571 399 323