ალტე უნივერსიტეტისა და „მასწავლებელთა საბჭოს“ ინიციატივით ორგანიზებულ „არაფორმალური განათლების იდეების კონკურსში“ ჩვენი სკოლა-გიმნაზიის ბიოლოგიის პედაგოგის, ნინო ფსუტურის პროექტმა- „ჰიდრო-ლაბი“- გაიმარჯვა!
კონკურსი საკმაოდ კონკურენტულ და საინტერესო გარემოში წარიმართა. ფინალურ ეტაპზე გადასულმა მონაწილეებმა გაიარეს სპეციალური ტრენინგები და მენტორინგ სესიები, რის შემდეგაც საკუთარი ინოვაციური იდეები ალტე უნივერსიტეტის კამპუსში ჟიურისა და დამსწრე აუდიტორიას წარუდგინეს.
კომპეტენტურმა ჟიურიმ გამოავლინა 3 საუკეთესო პროექტი, რომელთა შორისაც ერთ-ერთი ნინო ფსუტურის იდეაა და ალტე უნივერსიტეტისგან პროექტის განხორციელებისთვის ფულადი პრიზი - 1000 ლარი დაიმსახურა.