23-24-25 მაისს, სკოლა-გიმნაზიის წმ. სვიმეონ კანანელის სახელობის მე-11 კლასის მოსწავლეთა გუნდი (კლასის ხელმძღვანელი ია ნაროზაშვილი) მონაწილეობდა
გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ორგანიზებულ ინტელექტჩემპიონატში „რა? სად? როდის?“. გიმნაზიელებმა წარმატებით გაიარეს სამდღიანი ინტელექტუალური შეჯიბრის ეტაპები, ცოდნასთან ერთად გამოავლინეს ლოგიკური აზროვნება და სწრაფი გადაწყვეტილების მიღების უნარი. გუნდმა მესამე საპრიზო ადგილი დაიმსახურა და მონაწილენი ორგანიზატორებისგან ფასიანი ვაუჩერით დაჯილდოვდნენ.

