02.06.26 – 09.06.26 სკოლა-გიმნაზიაში გაიმართა მათემატიკისა და ტექნოლოგიების კათედრის კვირეული სახელწოდებით:
„მათემატიკა - საინტერესო და სახალისო“, რომელიც ამავდროულად გახლდათ სასწავლო წლის ერთგვარი შეჯამება. კვირეულის ფარგლებში კათედრის წევრებმა მოსწავლეებს შესთავაზეს მრავალფეროვანი აქტივობები, რომლებშიც მათი უდიდესი უმრავლესობა სიხარულითა და მონდომებით ჩაერთო. მოეწყო მოსწავლეთა ნამუშევრების - რობოტექნიკისა და სივრცული ფიგურების გამოფენა; დაიდგა სპექტაკლი „ციფრთა ქვეყანა“; ჩატარდა ისეთი სახალისო კონკურსები და გაკვეთილები, როგორებიც გახლავთ „მათემატიკური ლოზუნგის შექმნა“, „გამოიცანი, რა წერია?“ „დაშიფრული რიცხვები“, „რიცხვების განძზე ნადირობა“, „ბინგოს ჩემპიონები“, „საიდუმლო ფიგურა“, „მათემატიკური პიცა“, „მათემატიკური ესტაფეტა“, „ციფრების საიდუმლო კოდი“, „გახდი მასის (წონის) დეტექტივი“, „ტვინების ბრძოლა“, „სამი ბილიკი“ და სხვა. სამივე საფეხურის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს კონფერენციაში და წარმოადგინეს საინტერესო პრეზენტაციები და მათ მიერ დამზადებული სასწავლო რესურსები მათემატიკასთან მჭიდროდ დაკავშირებულ სხვადასხვა თემაზე.

