სკოლა-გიმნაზიაში 25.05-01.06 გაიმართა ქართული ენისა და ლიტერატურის კვირეული, რომელშიც ჩაერთნენ სახელწიფო ენის კათედრის წევრები და მოსწავლეები.
კვირეულის მიზანი გახლდათ:
- სასკოლო საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება ქართული ენისა და ლიტარატურის, როგორც ეროვნული თვითმყოფადობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილის, მიმართ;
- თეორიული ცოდნის პრაქტიკასთან დაკავშირება;
- მოსწავლეებში გუნდური და საკომუნიკაციო უნარ-ჩვევებისა განვითარება;
- მოსწავლეებისა და სასკოლო საზოგადოებისთვის სწავლა-სწავლების პროცესის გამრავალფეროვნება;
- მშობლიური ენისა და ლიტერატურის მნიშვნელობის გააზრება.
დღე I
- ღონისძიება: კვირეულის გახსნა (მისასალმებელი სიტყვა --კათედრის წევრები).
- თემატური პლაკატების გამოფენა და კუთხის მოწყობა.
- სხვადასხვა თემაზე მოსწავლეთა მიერ შესრულებული ნამუშევრების გამოფენა.
- მეორადი ნივთებისაგან - მოსწავლეთა მიერ დამზადებული თოჯინების თეატრის გამოფენა.
დღე II
მე-9 კლასელების კალიგრაფიული ნამუშევრების გამოფენა;
მოსწავლეთა მიერ შექმნილი ინფორმაციული ვიდეოების ჩვენება თემებზე:
„მეფე მირიანი და ნანა დედოფალი“;
იოანე ზოსიმე და „ქებაჲ და დიდებაჲ ქართულისა ენისაჲ“,
„დავათის სტელა“.
თორნიკე მღებრიშვილის მიერ შექმნილი ელექტრონული თამაშის „დაასრულე აფორიზმის“ (ბმული:
https://tortoys.neocities.org/aforizmebi/ ), სამაგიდო თამაშების „დაასრულე აფორიზმი“, გახსოვს თუ არა არქაიზმი?“ პრეზენტაცია.
„ვეფხისტყაოსნის“ თარგმანების პრეზენტაცია.
დღე III
კალიგრაფიული ნამუშევრების გამოფენა;
„ქართული ენის ხე“;
„ქართული ზღაპრების სადგური“;
„სიტყვების განძი“;
„მოძრავი სიტყვები“ (დაწყებითი საფეხური).
დღე IV
საანბანო ღონისძიება მეორე კლასში.
წერილის მიწერა ქართული ენისთვის, ნამუშევრების გამოფენა (დაწყებითი საფეხური).
I კლასი - ღონისძიება „ნაფნაფი სწავლას იწყებს“.
პროექტი - „წიგნიდან სცენამდე“ — თოჯინების თეატრი წაკითხული მხატვრული ლიტერატურის მიხედვით.
დღე V
ესეების კონკურსი მთავარანგელოზთა დასის სახ. მე-7 კლ. მოსწავლეებმა 3 არჩევითი თემიდან შეასრულეს წერითი დავალება. გამარჯვებულ მოსწავლეს გადაეცა სიმბოლური საჩუქარი.
ინტელექტუალური თამაში „ერუდიტი“ - მე-10 კლასის მოსწავლეთა გუნდებს შორის. გამარჯვებული გუნდის წევრებს გადაეცათ სერტიფიკატები და სიმბოლური საჩუქრები.

