გიმნაზიის მოსწავლეები საქართველოს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის მიერ ორგანიზებული მოსწავლეთა სასწავლო-შემოქმედებითი კონფერენციის მუდმივი მონაწილენი არიან. მიმდინარე წელს, ხელოვნებათმცოდნეობის სექციაში, წმ. ბარბარეს სახელობის მე-8 კლასის მოსწავლემ მარიამ მინდიაშვილმა წარადგინა სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებლის ქეთევან ლობჟანიძის ხელმძღვანელობით მომზადებული ნაშრომი თემაზე „ საკონფერენციო თემამ სპეციალისტების მოწონება დაიმსახურა და მარიამის მონაწილეობა 2013 წლის მოსწავლეთა 67-ე სასწავლო-შემოქმედებითი კონფერენციის ხელოვნებათმცოდნეობის სექციაში I ხარისხის დიპლომით აღინიშნა.
აღდგომის სახელობის გორის საკათედრო ტაძრის მშენებლობისათვის საქველმოქმედო კვირეულის „მე ვაშენებ ისტორიას“ ფარგლებში 11 მაისს, გიმნაზიაში სამთავისისა და გორის მიტროპოლიტ ანდრიას ფოტო-ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა. აქციის დასრულებისას სტუმრებმა გიმნაზიის სიმღერისა და გალობის გუნდისა (ხელმძღვანელი ლ.მერაბიშვილი) და ქორეოგრაფიული ანსამბლის (ხელმძღვანელი თ. დვალიშვილი) საკონცერტო გამოსვლით ისიამოვნეს. მასწავლებელთა და თანამშრომელთა მიერ შეძენილი რამდენიმე ფოტო-ნამუშევარი უკვე გიმნაზიის ფოიეს ამშვენებს.
1 მაისს, წმ. მთავარანგელოზთა დასისა და წმ. მოციქულთა პეტრესი და პავლეს სახელობის მე-6 კლასებში ჩატარდა ღია გაკვეთილი რუსულ ენასა და ლიტერატურაში (მასწავლებელი სვეტლანა მაჭარაშვილი) თემაზე „მაღაზია, საყიდლები“. ჯგუფებად დაყოფილმა მოსწავლეებმა წარმოადგინეს სხვადასხვა სახის მაღაზიისა და საქონლის რეკლამა. მეექვსეკლასელები მონაცვლეობით ითავსებდნენ მყიდველისა და გამყიდვლის როლს. გაკვეთილის მიზანი იყო ლექსიკური მარაგის გაღრმავება, შეკითხვის სწორად ჩამოყალიბება, კომუნიკაციის უნარ-ჩვევების გამოვლენა. მოსწავლეებმა მრავალფეროვანი და ხალისიანი პრეზენტაციები გამართეს
10 მაისს გორში, საქართველოს წითელი ჯვრის ორგანიზებით საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა, რომელშიც გიმნაზიის სიმღერისა და გალობის გუნდი (ხელმძღვანელი ლელა მერაბიშვილი) და მოცეკვავეები (მასწავლებელი თენგიზ დვალიშვილი) მონაწილეობდნენ ქორეოგრაფიულ ანსამბლ „შუშპართან“ და ფოლკლორის სარდაფის მომღერლებთან ერთად. გამომსვლელებმა მრავალფეროვანი პროგრამის ფარგლებში მოწვეულ სტუმრებს ქორეოგრაფიული ნომრები ცოცხალი საგუნდო შესრულებით შესთავაზეს. მოსწავლეთა გამოსვლამ მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურა.
30 აპრილს წმ. იოანე ნათლისმცემლის სახელობის მე-7 კლასში ჩატარდა ინტეგრირებული გაკვეთილი თემაზე „გეომეტრია და ხელოვნება - კავშირი ორ დისციპლინას შორის“ (მასწავლებლები ციური ბერუაშვილი და ქეთევან ლობჟანიძე). მათემატიკის მასწავლებელმა განიხილა ღერძული სიმეტრიის საკითხები. მოსწავლეებმა დაასახელეს სიმეტრიის მაგალითები ბუნებაში, ნახაზის სახით წარმოადგინეს სიმეტრიულობა წერტილებს, მონაკვეთებსა და ფიგურებს შორის. ხელოვნების მასწავლებელმა სიმეტრია განიხილა არქიტექტურაში, მხატვრობასა და ქანდაკებაში. მეშვიდეკლასელებმა მოიყვანეს კონკრეტული, წამოსახვითი და სარკისებური სიმეტრიის გამოყენების მაგალითები ხელოვნებაში, როგორც უცხოური ნიმუშების, ასევე ქართული ტაძრებისა და ფრესკების მაგალითზე.
საბანკო რეკვიზიტები
ა(ა)იპ ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის სკოლა-გიმნაზია
ს.კ 218082848
ს.ს. ბაზისბანკი CBASGE22
ანგარიშის # GE62BS00 0000 0005 6365 90
საკონტაქტო მონაცემები
გორი, სამეფო ქ. #5
+995 (0370) 27 0432
gori.gimnazia@gmail.com
სკოლა-გიმნაზიის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი
ქეთევან ბებიაშვილი
ტელ: 571 399 323