პროექტის დასახელება: „მათემატიკოსის თვალით დანახული ტაძრები“
პროექტი შემსრულებლები: გიმნაზიის მათემატიკის კათედრა, გიმნაზიის VII-XI კლასების მოსწავლეები
პროექტის მიზანი:
პროექტის დასახელება: „მათემატიკოსის თვალით დანახული ტაძრები“
პროექტი შემსრულებლები: გიმნაზიის მათემატიკის კათედრა, გიმნაზიის VII-XI კლასების მოსწავლეები
პროექტის მიზანი:
15 თებერვალს, გორის სასწავლო უნივერსიტეტში ბრიტანეთის საბჭოსა და გორის მოსწავლე-ახალგაზრდობის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის თანამშრობლობით განხორციელებული პროექტების გამარჯვებულთა დაჯილდოება შედგა. გიმნაზიის 13 მოსწავლე მონაწილეობდა სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფისთვის გამოცხადებულ კონკურსში: მონაწილეებმა წარადგინეს 2-წუთიანი ვიდეო-სიუჟეტები ახალი ამბების სახით, მხატვრული ესსე თემაზე „ჩვენი ფანჯრიდან“ და ჩაერთნენ კონკურსში „ვიდეო ზონა“. დიდი ბრიტანეთის საელჩოს, ბრიტანეთის საბჭოსა და გორის მოსწავლე-ახალგაზრდობის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის წარმომადგენელთა მონაწილეობით შემდგარმა ჟიურიმ გამოავლინა გამარჯვებულები და სიგელებითა და საჩუქრებით დააჯილდოვა.
სასწავლო წლის განმავლობაში გიმნაზიელები აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა ოლიმპიადებსა და კონკურსებში, რაც მათ სწავლისადმი ინტერესს უღვიძებს, გამოუმუშავებს ტესტზე მუშაობისა და და დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების უნარს. ამჯერად
King’s-ის ინგლისური ენისა და მათემატიკის ოლიმპიადების წარმატებულები მონაწილეები სიგელებითა და სამახსოვრო საჩუქრებით დაჯილდოვდნენ:
15 თებერვალს, მირქმის დღესასწაულზე ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის სახელობის ტაძარში გიმნაზიის მოძღვარმა მამა ბორისმა (ნიჩიპეროვიჩი) სადღესასწაულო წირვა აღავლინა. მსახურებას გიმნაზიის მოსწავლეებთან, მასწავლებლებთან და მათ მშობლებთან ერთად სამთავისისა და გორის ეპარქიასთან არსებული წმ. იოაკიმესა და ანას სახელობის ბაგა-ბაღის აღსაზრდელები და მათი აღმზრდელებიც ესწრებოდნენ. დღესასწაულზე გიმნაზიის ტაძარს მაცხოვრისა მირქმის დღისადმი მიძღვნილი ახლი ხატი შეემატა (ავტორი ვანო არჩვაძე).
წმ. მეფე დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს მიეძღვნა 8 თებერვალს წმ. გიორგის სახელობის მე-9 კლასში ჩატარებული გაკვეთილი ისტორიაში (მასწავლებელი ლიანა გელაშვილი). ღია გაკვეთილის მიზანი იყო მოსწავლეთა მიერ დავით აღმაშენებლის მოღვაწეობისა და საქართველოს წინაშე მისი ღვაწლის გახსენება, საისტორიო თხზულებაზე მუშაობის გამოცდილებისა და კვლევითი უნარ-ჩვევების წარმოჩენა. მოსწავლეებმა იმსჯელეს მეფე დავით IV-ის მოღვაწეობის სხვადასხვა პერიოდზე, მის მიერ განხორციელებულ რეფორმებზე;
ა(ა)იპ ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის სკოლა-გიმნაზია
ს.კ 218082848
ს.ს. ბაზისბანკი CBASGE22
ანგარიშის # GE62BS00 0000 0005 6365 90
გორი, სამეფო ქ. #5
+995 (0370) 27 0432
gori.gimnazia@gmail.com
ქეთევან ბებიაშვილი
ტელ: 571 399 323