25 აპრილს, დედამიწის კვირეულის ფარგლებში, წმ ეპისკოპოს ალექსანდრეს სახელობის მე-4 კლასის მოსწავლეებმა (კლასის ხელმძღვანელი მ. კაპანაძე) წარმოადგინეს ღონისძიება „ჩვენი ცა და ჩვენი მიწა“. მეოთხეკლასელებმა სცენიდან მაყურებლის წინაშე გაცოცხლეს ისტორია ბიბლიიდან - სამყაროს შექმნის შესახებ, შემდეგ კი ყოველივე თქმულის მეცნიერული შეფასება გვამცნეს. დარბაზში მყოფმა მაყურებელმა - გიმნაზიელებმა, მასწავლებლებმა და მშობლებმა ისიამოვნეს ლამაზად მომზადებული კომპოზიციით 9მასწავლებელი ი. ჯალალაი)
25 აპრილს წმ. მოწამეთა და აღმსარებელთა ძმები კარბელაშვილების სახელობის I კლასში (მასწავლებელი მაია ბუხრაძე) ჩატარდა მათემატიკური ღონისძიება. პირველი ნაწილი დაეთმო შემეცნებით ნაწილს - პატარებმა სტუმრებს განუმარტეს მათემიტიკის არსი და მნიშვნელობა, მეორე ნაწილში პირველკლასელები დიდი მონდომებით ჩაერთვნენ კონკურსში - დავალებები შეასრულეს როგორც ჯგუფურად, ასევე ინდივიდუალურად. კონკურსის დასრულებისას მონაწილეებმა სიგელები და საჩუქრები მიიღეს. მრავალფეროვანი ღონისძიების ბოლოს მოსწავლეებმა წერილობით გამოთქვეს საკუთარი შთაბეჭდილებები.
ვულოცავთ
უფლის ხელთუქმნელი ხატის სახელობის მე-10 კლასის მოსწავლეს
რატი ტლაშაძეს
გამარჯვებას საქართველოს 2013 წლის ჩემპიონატში კრივში კადეტებს შორის და
დედამიწის კვირეულის ფარგლებში, 25 აპრილს წმ. მღვდელმთავარ გაბრიელის სახელობის მე-2 კლასმა (კლასის ხელმძღვანელი ნონა ხიდაშელი) მაყურებელს ხალისიანი ღონისძიება შესთავაზა - წარმოადგინეს ვაჟა-ფშაველას ზღაპარი „ბულბულის იუბილე“. მეორეკლასელებმა მზის, ნაკადულის, ყვავილებისა და ფრინველების როლები მოირგეს და სიმღერითა და ცეკვით მიძინებული ბუნება სცენაზე გააცოცხლეს. წარმოდგენისთვის საჭირო რეკვიზიტი ხელოვნების მასწავლებლის, ალექსანდრე ფსუტურის დახმარებით მოსწავლეთა მშობლებმა დაამზადეს.
საბანკო რეკვიზიტები
ა(ა)იპ ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის სკოლა-გიმნაზია
ს.კ 218082848
ს.ს. ბაზისბანკი CBASGE22
ანგარიშის # GE62BS00 0000 0005 6365 90
საკონტაქტო მონაცემები
გორი, სამეფო ქ. #5
+995 (0370) 27 0432
gori.gimnazia@gmail.com
სკოლა-გიმნაზიის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი
ქეთევან ბებიაშვილი
ტელ: 571 399 323