8 თებერვალს წმ. გიორგის სახელობის მე-9 კლასში ჩატარდა ღია გაკვეთილი რუსულ ენაში თემაზე „პუშკინი და მისი მეგობრები“ (მასწავლებელი თამარ დეკანოსიძე). რუსული ენის გაკვეთილებზე ნასწავლი და მათ მიერ მოძიებული მასალები მოსწავლეებმა გიმნაზიის უცხო ენების კათედრისა და ადმინისტრაციის წევრთა წინაშე წარადგინეს. ჯგუფების პრეზენტაცია ვირტუალური მუზეუმიდან და სატელევიზიო სტუდიიდან განხორციელდა. მეცხრეკლასელებმა ისაუბრეს ა. პუშკინისა და მისი გამორჩეული მეგობრების შესახებ, სტუმრებს გააცნეს საკუთარი მეგობრები და კეთილი სიტყვები არ დაიშურეს მათთვის.
გიმანზიის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით ყოველწლიური საშობაო ფესტივალ „გენეთლიას“ მონაწილეთათვის წამახალისებელი მოგზაურობა დაიგეგმა. გიმნაზიელები 1 თებრვალს ბაკურიანში გაემგზავრნენ. ხალისიანი დღეები და გართობა დიდხანს ემახსოვრებათ მოსწავლეებს.
24 -25 იანვარს გიმნაზიაში საგნობრივი კათედრების მორიგი სხდომები ჩატარდა. მასწავლებლებმა კიდევ ერთხელ შეაჯამეს განვლილი სემესტრის მუშაობა და შეადგინეს მომავალი სემესტრის სამუშაო გეგმა. ისაუბრეს წარმატებებზე, აღნიშნეს ის ხარვეზები, რომელიც პირველ სემესტრში გამოვლინდა. იმსჯელეს მათ გამოსწორებაზე.
28 იანვარს გიმნაზიაში ჩატარდა პედაგოგიური საბჭოს მეორე სხდომა. სხდომა გახსნა სამთავისისა და გორის მიტროპოლიტმა ანდრიამ (გვაზავა), საბჭოს სხდომას უძღვებოდა გიმნაზიის დირექტორი მღვდელი ბორისი (ნიჩიპეროვიჩი). პედაგოგიურმა საბჭომ მოისმინა: 2012-2013 სასწავლო წლის პირველი სემესტრის მუშაობის ანგარიში (მომხსენებელი მანანა კაკაურიძე), ანგარიში კლასგარეშე საქმიანობის შესახებ ((მომხსენებელი თინათინ გვერდწითელი). პედაგოგიურმა საბჭომ განიხილა, სასწავლო პროცესთან და ზოგადად გიმნაზიის ცხოვრებასთან დაკავშირებული საკითხები.
2013 წლის 10-11 იანვარს ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზიაში ყოველწლიური საშობაო ფესტივალ „გენეთლიას“ ფარგლებში მოეწყო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის დაბადებიდან მე-80 და აღსაყდრებიდან 35-ე წლისთავისადმი მიძღვნილი მოსწავლეთა კონფერენცია. კონფერენციის. მონაწილეებმა საკონფერენციო თემები: მოამზადეს პატრიარქის ქადაგებების მიხედვით.
საბანკო რეკვიზიტები
ა(ა)იპ ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის სკოლა-გიმნაზია
ს.კ 218082848
ს.ს. ბაზისბანკი CBASGE22
ანგარიშის # GE62BS00 0000 0005 6365 90
საკონტაქტო მონაცემები
გორი, სამეფო ქ. #5
+995 (0370) 27 0432
gori.gimnazia@gmail.com
სკოლა-გიმნაზიის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი
ქეთევან ბებიაშვილი
ტელ: 571 399 323