სიახლეები

გიმნაზიის ყოველდღიურობა, სიახლეები და ინფორმაციები

ძიება

მედიაწიგნიერების კვირეული გიმნაზიაში

2022 წელის 24-28 ოქტომბერს საქართველოს მასშტაბით გამართულ  მედიაწიგნიერების გლობალურ კვირეულს გიმნაზიელებიც შეუერთდნენ. კვირეულის ფარგლებში გიმნაზიაში დაიგეგმა და ჩატარდა სხვადასხვა საინტერესო აქტივობა და ღონისძიება.

კვირეულის ჩატარებას წინ უძღოდა სასწავლო დარგში აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის, მანანა კაკაურიძის მონაწილეობა მედიაწიგნიერების ტრენინგში, რომელიც გორში მედიის განვითარების ფონდის ორგანიზებით ჩატარდა. მანანა კაკაურიძის ინიციატივით გიმნაზიაში მომზადდა პროექტი, რომლის ფარგლებში 25 ოქტომბერს გიმნაზიაში გაიმართა მოსწავლეთა კონფერენცია, რითაც აღინიშნა „მედიაწიგნიერების დღე სკოლებში“. კონფერენციის მეორე სესია კვირეულის დასასრულს, 28 ოქტომბერს ჩატარდა. მომხსენებლებმა, გიმნაზიის მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებმა: ლიზი რჩეულიშვილმა, თინათინ ბრეგვაძემ, ანანო ხარაზიშვილმა, ქეთევან გოგიაშვილმა, შალვა გოლოშვილმა, მარიამ ხანიშვილმა, საბა სრესელმა, თათია მაყიშვილმა, ნინო კასრაძემ, მარიამ ჯალაღანიამ, თინათინ სურამელაშვილმა, ლიზი სადღობელაშვილმა და ლიზი კაპანაძემ ისაუბრეს თემებზე: ,,რა არის ინფორმაცია“, ,,სიძულვილის ენა“, ,,გამჭვირვალობა“, „რა არის ყალბი ინფორმაცია და მისი ზეგავლენა მომხმარებელზე“, ,,მედია და ინფორმაცია“, „პერსონალური მონაცემები და პირადი ცხოვრება“, ,,კიბერი“ და სხვა. მოსწავლეთა კონფერენცია საინტერესოდ წარიმართა. კონფერენციის მონაწილეებს ინტერაქტიული პრეზენტაციები ჰქონდათ მომზადებული, რამაც გაზარდა მსმენელთა ინტერესი და აქტიურობა. კონფერენციას გიმნაზიის საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები ესწრებოდნენ.

მედიაწიგნიერების კვირეულის დასასრულს საერთაშორისო პროექტის - „მედია წიგნიერება და ციფრული თაობა“ მონაწილე 14 მოსწავლესა და მასწავლებელ ნელი ნაოჭაშვილს eTwinning-ის ხარისხის ნიშნის სიგელები გადაეცათ.

მედიაწიგნიერების კვირეულმა  გიმნაზიის თითქმის ყველა კლასი მოიცვა.   

საკონტაქტო მონაცემები

გორი, სამეფო ქ. #5

  • dummy+995 (0370) 27 0432

  • dummy gori.gimnazia@gmail.com

  • ა(ა)იპ ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზია

  • ს.კ 218082848

  • ს.ს. ბაზისბანკი CBASGE22

  • ანგარიშის # GE62BS00 0000 0005 6365 90

ძიება