ქართულ ხალხურ ქორეოგრაფიას მრავალი საუკუნის ისტორია აქვს. წმინდა საცეკვაო ელემენტების შერწყმამ ადათ-წესებისა და თამაშობების რიტუალებთან განაპირობა ისეთი ცეკვების შექმნა, როგორიცაა: „ქართული“, ”განდაგანა”, „ხორუმი“, „ფერხულ-ორსართულა“, „სამაია“, „ხანჯლური“, „მთიულური“, „მთიულური დავლური“, „ბაღდადური“ და სხვა. ეს ცეკვები თავისებური ,,აღმოჩენა’’ იყო ქართულ ქორეოგრაფიაში. დროთა განმავლობაში, შეიქმნა მრავალი საცეკვაო დასი, რომლებიც პოპულარიზაციას უწევენ ქართულ ქორეოგრაფიას არა მარტო ჩვენს ქვეყანაში, არამედ მის საზღვრებს გარეთაც.
ხალხური ცეკვების წრე, გიმნაზიაში, ორი წელია ფუნქციონირებს. ის ესთეტიკური აღზრდის კერაა, რომლის ძირითადი მიზანია, მოზარდ თაობას ჩაუნერგოს ინტერესი და სიყვარული ცეკვის ხელოვნებისადმი, იზრუნოს მათში პროფესიული ჩვევების გამომუშავებისათვის. წრის ხელმძღვანელია-თენგიზ გიორგის ძე დვალიშვილი.ახალგაზრდა და გამოცდილი პედაგოგი, დიდი სიყვარულით და რუდუნებით აზიარებს პატარებს ხალხური შემოქმედებას და უყალიბებს სწორ მიდგომას, ყველა იმ ფასეულობებისადმი, რომლის შენახვა-განვითარება, ასე მნიშვნელოვანია მომავალი თაობისათვის. ცეკვა დაიწყო ქალაქ გორში, გია ჭულუხაძის სტუდიაში 1994წელს. 2004-06 წლებში ცეკვავდა ქ. გორის ანსამბლ ,,შავლეგოში", რომლის ხელმძღვანელი გახლდათ ომარ ხუბაევი. სწორედ ბატონი ომარის რჩევით, გააგრძელა ცეკვა, ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის, თბილისის კულტურისა და ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის ანსამბლ ,,როკვაში"(ახლანდელი, შოთა რუსთაველის სახელობის კინოსა და თეატრის უნივერსიტეტი-ხელმძღვანელი და მთავარი ქორეოგრაფი, პროფესორი უჩა დვალიშვილი). ანსამბლი ,,როკვა" გამორჩეულია თავისი ქორეოგრაფიით, რამაც დიდი გამოცდილება მისცა ახალგაზრდა ქორეოგრაფს. მან ანსამბლთან ერთად იმოგზაურა ბელგიაში, ჰოლანდიაში, პორტუგალიაში, საბერძნეთში.
გიმნაზიაში მუშაობის დაწყებამდე იყო ანსამბლ ,,ერისიონში".
2014-15 წლის სამუშაო გეგმა
დადგმული ცეკვები
- ქართულის დუეტი
- სვანური მასიური (ბიჭები)
- ნარნარი
- ოსური მასიური
- რაჭული
დასადგმელი ცეკვები
- ქალთა მთუულური (მარტის ბოლომდე)
- აჭარული (აპრილის ბოლომდე)
- აფხაზური (მაისის ბოლომდე)