2024 წლის 10-11 იანვარს ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზიაში ჩატარდა ყოველწლიური ფესტივალი „გენეთლია“, რომელმაც უმასპინძლა მოსწავლეებს, სასულიერო პირებსა და მასწავლებლებს სხვადასხვა ეპარქიებიდან.
2024 წლის 10-11 იანვარს ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზიაში ჩატარდა ყოველწლიური ფესტივალი „გენეთლია“, რომელმაც უმასპინძლა მოსწავლეებს, სასულიერო პირებსა და მასწავლებლებს სხვადასხვა ეპარქიებიდან.
2019 წლის 10-11 იანვარს ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზიამ. გორისა და ატენის ეპარქიის მხარდაჭერით, ყოველწლიურ საშობაო ფესტივალ „გენეთლიის“ სტუმრებს მეცამეტედ უმასპინძლა. ფესტივალზე სტუმრობდნენ: თბილისის წმ. ექვთიმე და წმ. გიორგი მთაწმინდელების სახელობის მართლმადიდებელ ქრისტიანთა სკოლა, თბილისის წმ. კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა პანსიონი, ზუგდიდის წმ. გიორგის სახელობის გიმნაზია, სენაკის წმ. ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზია, ხაშურის წმ. დიმიტრი ყიფიანის სახელობის სკოლა-პანსიონი, ქარელის წმ. გიორგი მთაწმინდელის სახელობის გიმნაზია, სალხინოს წმ. ამბროსი ხელაიას სახელობის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა, ნიქოზის წმ. ალექსანდრეს ოქროპირიძის სახელობის სკოლა, შემოქმედის ეპარქიის ს. ქვედა ბახვის წმ. მარინეს ეკლესიასთან არსებული სამრევლო სკოლა, წმ. იოაკიმესა და ანას სახელობის ბაგა-ბაღი (გორისა და ატენის ეპარქია), გორის მუნიციპალიტეტის ოთარ ჩხეიძის სახელობის ს. ყელქცეულის საჯარო სკოლა.
ფესტივალის მიზანია ქრისტეშობის დღესასწაულის სიხარულის აღსაქმელად, მოზარდებში რწმენის გასაძლიერებლად და ცხოვრების ჯანსაღი წესის დასამკვიდრებლად გარემოს შექმნა მოსწავლეთა საკონფერენციო გამოსვლებით, კონკურსებით, სპორტული ასპარეზობით, ნამუშევრების გამოფენებითა და თვითშემოქმედების წარდგენით.
გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ ფესტივალის გახსნა ღირსი გიორგი მთაწმინდელის ტაძარში მიულოცა მონაწილეებსა და სტუმრებს. ფესტივალის საზეიმო გახსნას სასულიერო პირებთან ერთად ესწრებოდნენ მონაწილეები და საპატიო სტუმარები: შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორი, ბატონი გიორგი ხოჯევანიშვილი, გორის მუნიციპალიტეტის მერი, ბატონი კონსტანტინე თავზარაშვილი, მერის მოადგილე, ქალბატონი ეკატერინე სუხიშვილი.
ფესტივალის ფარგლებში ჩატარდა მოსწავლეთა სასწავლო კონფერენცია, რომელიც მიეძღვნა საქართველოს პირველი რესპუბლიკის 100 წლისთავს. მოსწავლეებმა სხვადასხვა რაკურსით განიხილეს საქართველოს დამოუკიდებლობის სამი წლის მანძილზე განვითარებული მნიშვნელოვანი მოვლენები. გიმნაზიის რექტორმა, გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ კონფერენციის ბოლოს შეაფასა მომხსენებელთა მიერ წარდგენილი საკითხები.
ხატვის კონკურსისს 10 მონაწილე ჰყავდა. კონკურსის პირობების მიხედვით მოსწავლეებმა ორნამენტზე იმუშვეს. ჟიურინ 3 საუკეთესო ნამუშევარი გამოავლინა, რომელთა ავტორები არიან: ნინო გოგოჭური (თბილისის წმ. კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონი, მე-7 კლასი); ანა მაზმიშვილი (ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზია, მე-11 კლასი) და მედეა თუთაშვილი (თბილისის წმ. ექვთიმე და წმ. გიორგი მთაწმინდელების სახელობის მართლმადიდებელ ქრისტიანთა სკოლა, მე-11 კლასი).
ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა გიმნაზიის სცენაზე მოსწავლეთა თვითშემოქმედებითი გამოსვლები. ქრისტეშობის თემაზე შექმნილი სპექტაკლებით, კომპოზიციებით, მუსიკალური და ქორეოგრაფიული საკონცერტო გამოსვლებით ენაცვლებოდნენ მოსწავლეები ერთმანეთს და სადღესასწაულო განწყობას უქმნიდნენ ფესტივალის მონაწილეებსა და სტუმრებს.
ფესტივალის სიახლე იყო სპორტული ასპარეზობა. გუნდურ შეჯიბრში მოასპარეზე სკოლებიდან 6-6 მოსწავლე მონაწილეობდა - 3 გოგონა და 3 ვაჟი. ასპარეზობა სამ ეტაპად გაიმართა და პატარა სპორტსმენები სხვადასხვა თამაშებში ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს. ასპარეზობა ხალისიანად ჩატარდა და მონაწილეთა და გულშემატჯივართა დიდი მოწონება დაიმსახურა. ასპარეზობას მონაწილე სკოლების წარმომადგენლებისგან შემდგარი ჟიური აფასებდა. ქულების მეტი რაოდენობა წმ. კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონის გუნდმა „არსიანმა“ (მასწავლებელი დავით უნგიაძე) მოაგროვა და ასპარეზობის გამარჯვებული გახდა. II ადგილზე ნიქოზის წმ. ალექსანდრეს ოქროპირიძის სახელობის სკოლის გუნდი „ქართლოსი“ გავიდა, III ადგილი კი მასპინძლებს, ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზიის გუნდ „ტონთიოს“ ერგო. გამარჯვებულები მედლებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ.
მრავალფეროვანი იყო მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა, რომელიც გორის გიმნაზიის ფოიეში მოეწყო: ნახატები, ფოტოები, ნაქარგობა, ნაქსოვი, გობელენი, მინანქრის პანოები, აბრეშუმის, სელის, შალისა და თექის ქართული სამოსი და ნივთები, აპლიკაცია, ხის ნაკეთობანი და მრავალი სხვა სახის ნამუშევარი იყო წარდგენილი დამთვალიერებელთა წინაშე.
ფესტივალის საზეიმო დახურვის საღამოზე ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზიის მოსწავლეებმა წარმოადგინეს ნაწყვეტი რაფიელ მამულაშვილის პიესიდან „დამნაშავედ არ დავბადებულვარ“, შემდეგ კი გიმნაზიის რექტორმა, გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ და გიმნაზიის დირექტორმა, დეკანოზმა ბორისმა (ნიჩიპეროვიჩი) დააჯილდოვეს ხატვის კონკურსისა და სპორტული ასპარეზობის გამარჯვებულები და მონაწილენი, სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს კონფერენციის მონაწილეებსა და სკოლების წარმომადგენლებს. საზეიმო დახურვას ესწრებოდა გორის მუნიციპალოტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ბატონი დავით რაზმაძე. სტუმრებმა თავის გამოსვლებში შეაფასეს ფესტივალის მნიშვნელობა მომავალი თაობის აღზრდის საქმეში და მადლიერება გამოხატეს ორგანიზატორთა მიმართ. ფესტივალი ერთი წლით დაემშვიდობა მონაწილეებს.
ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზიის რექტორის, გორისა და ატენის მიტროპოლიტ ანდრიას კურთხევით 2018 წლის 9-10 იანვარს ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზიაში გაიმართა ყოველწლიური საშობაო ფესტივალი „გენეთლია“. ფესტივალი მიზნად ისახავს ქრისტეშობის დღესასწაულის სიხარულის აღსაქმელად და მოზარდების რწმენის გასაძლიერებლად გარემოს შექმნას მოსწავლეთა საკონფერენციო გამოსვლებით, კონკურსებით, ხელნაკეთი ნამუშევრების გამოფენებითა და თვითშემოქმედების წარდგენით. წელს ფესტივალში მონაწილეობდნენ: ალავერდის ეპარქიასთან არსებული წმ. ბიძინა, წმ. შალვა და წმ. ელიზბარის სახელობის სკოლა; ზუგდიდის წმ. გიორგის სახელობის გიმნაზია; თბილისის წმ. ექვთიმე და წმ. გიორგი მთაწმინდელების სახელობის მართლმადიდებელ ქრისტიანთა სკოლა; თბილისის წმ. კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა პანსიონი; წმ. იოანე ბოლნელის სახელობის ბოლნისის სასულიერო გიმნაზია; ნიქოზის წმ. ალექსანდრეს ოქროპირიძის სახელობის სკოლა; ხაშურის წმ. დიმიტრი ყიფიანის სახელობის სკოლა-პანსიონი; ოზურგეთის წმ. გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის სამრევლო სკოლა; გორის წმინდა გიორგის სახელობის სკოლა-ლიცეუმი და ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზია.
ფესტივალს სტუმრობდა ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტი ისაია (ჭანტურია), სასულიერო პირები მცხეთა-თბილისისა და შემოქმედის ეპარქიებიდან, სასწავლებლების ხელმძღვანელები, პედაგოგები, მოსწავლეთა მშობლები.
ფესტივალის ფარგლებში ჩატარდა მოსწავლეთა სასწავლო კონფერენცია, რომელიც მიეძღვნა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100, წმ. ილია მართლის დაბადებიდან 180 და გარდაცვალებიდან 110 წელს. მოსწავლეებმა წარმოადგილეს მოხსენებები თემატიკაზე: ილია - ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის წინამძღოლი და საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა.
ხატვის კონკურსის მონაწილეებმა კი შეასრულეს ფერწერული და გრაფიკულო ნამუშევრები ილია ჭავჭვაძის ნაწარმოებების მიხედვით.
ორი დღის განმავლობაში ფესტივალის მონაწილეები სპექტაკლებით, ქორეოგრაფიული და მუსიკალური გამოსვლებით, ქრისტეშობის თემაზე შექმნილი კომპოზიციებით, საგალობლებისა და ფოლკლორული ნაწარმოებების შესრულებით მაყურებლებთან ერთად დღესასწაულობდნენ უფლის შობის დღეს. ფესტივალის მონაწილეებსა და სტუმრებს შესაძლებლო ჰქონდათ დაეთვალიერებინათ მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა.
ფესტივალის სტუმრებმა და მასპინძლებმა დათვალიერეს გორისა და ატენის ეპარქიასთან არსებული კულტურისა და სულიერი განათლების ცენტრში მოწყობილი გორელი ხატმწერების მიერ შექმნილი ხატების გამოფენა და მოილოცეს ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარი,
10 იანვარს გაიმართა ფესტივალის დახურვის საღამო. ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზიის მოსწავლეებმა წარმოადგინეს ილია ჭავჭავაძის ნაწარმოებების მიხედვით შექმნილი სპექტაკლი.
ფესტივალის დასასრულს მეუფე ანდრიამ დააჯილდოვა კონფერენციისა და ხატვის კონკურსის მონაწილე მოსწავლეები, საჩუქრები გადასცა ფესტივალის სტუმარ სკოლებსა და მათ აღსაზრდელებს. დამშვიდობებისას გამომსვლელებმა განსაკუთრებულად აღნიშნეს მსგავსი ღონისძიებების მნიშვნელობა მოზარდი თაობის აღზრდის საქმეში და მადლობა გადაუხადეს მასპინძლებს გულთბილი მასპინძლობისთვის.
ყოველწლიური საშობაო ფესტივალი გენეთლია-2017
გორისა და ატენის ეპარქიისა და ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზიის მოწვევით, 2017 წლის10-11 იანვარს, ყოველწლიური საშობაო ფესტივალი გენეთლიაში მონაწილეობისა და ქრისტეშობის დღესასწაულის სიხარულის გასაზიარებლად, გორში, საქართველოს საპატრიარქოს სასწავლებლების, ქალაქ გორისა და გორის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების 250-მდე მოსწავლე შეიკრიბა.
გიმნაზიის რექტორმა, გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ (გვაზავა) ფესტივალი გახსნილად გამოაცხადა და გენეთლია-2017-ის მონაწილეები და სტუმრები დალოცა.
მონაწილენი:
ქრისტეშობის დღესასწაულის სიხარულის აღსაქმელად და მოზარდთათვის რწმენის გასაძლიერებლად გარემოს შექმნას ემსახურება ფესტივალის ფარგლებში მოწყობილი ხატვის კონკურსი და მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა, თვითშემოქმედებითი გამოსვლები და საკონფერენციო მოხსენებები.
2017 წლის საშობაო ფესტივალის ფარგლებში მოსწავლეთა კონფერენცია 10 და 11 იანვარს გაიმართა. წელს კონფერენცია შოთა რუსთაველiს ‘ვეფხისტყაოსანს“ მიეძღვნა. მსმენელთა წინაშე 10 მოსწავლე წარდგა სხვადასხვა თემაზე მომზადებული მოხსენებებით. კონფერენციის მონაწილეთა მოხსენებების ირგვლივ მოსაზრებები გამოთქვეს ფესტივალის სტუმრებმა და სასულიერო პირებმა.
შოთა რუსთაველის უკვდავ „ვეფხისტყაოსანს“ მიეძღვნა ხატვის კონკურსი. კონკურსის მონაწილეებმა თავად შეარჩიეს სიუჟეტები და პერსონაჟები და მათთვის სასურველი ტექნიკით შექმნეს საკონკურსი ნახატები. კონკურსის ჟიურის მხატვარი ვანო არჩვაძე ხელმძღვანელობდა. ჟიურიმ ღირსეულად შეაფასა მოსწავლეთა ნამუშევრები, ხაზი გაუსვა სიუჟეტის ორიგინალერობას, ახალგაზრდა მხატვრების ინდივიდუალურ ხედვასა და შესრულების დახვეწილ ტექნიკას. ჟიურის გადაწყვეტილებით კონკურსის ყველა მონაწილე განსაკუთრებულად დაჯილდოვდა.
ხატვის კონკურსის მონაწილენი:
ფესტივალის ორი დღე თვითშემოქმედებით გამოსვლებს დაეთმო. მრავალფეროვანი იყო წარმოდგენები მოსწავლეთა მონაწილეობით. შობის თემატიკაზე შექმნილი სპექტაკლებით, საგუნდო და ქორეოგრაფიული გამოსვლებით, მუსიკალური და ლიტერატურული კომპოზიციებით ენაცვლებოდნენ ერთმანეთს გიმნაზიის სცენაზე ფესტივალის მონაწილეები.
გიმნაზიის ფოიეში მოწყობილ გამოფენაზე ფესტივალის მონაწილეებსა და სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეთვალიერებინათ მოსწავლეთა მიერ შექმნილი ხელნაკეთი ნამუშევრები. ნახატები, ნაქარგობები, თექისგან დამზადებული პანოები და ნივთები, ხეზე ნაკვეთი ხატები და კომპოზიციები, ხის სათამაშოები და დეკორატიული ნივთები, ეროვნულ სტილში შექმნილი სამოსი და სხვა მრვალი საინტერესო ექსპონატი იწვევდა მნახველთა ინტერესს.
ფესტივალის დასასრულს, სტუმრების წინაშე, ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზიის მოსწავლეები წარდგნენ ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიციით „ავთანდილის ანდერძი“. ფესტივალის დახურვის საღამოზე გიმნაზიის რექტორმა, მიტროპოლიტმა ანდრიამ ისუბრა ფესტივალის მნიშვნელობაზე და მიმართა სტუმრებს, გამოეთქვათ აზრი, თუ როგორ დაიგეგმოს მომავალი საშობაო ფესტივალი „გენეთლია“. სტუმრებმა მადლობა გადაუხადეს გიმნაზიელებს გულთბილი მასპინძლობისთვის და აღნიშნეს საშობაო ფესტივალის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობების დადებით შედეგზე. ასევე გამოთქვეს მოსაზრებები ყოველწლიური ფესტივალის განვითარების შესაძლო მიმართულებებზე. საღამოს დასასრულს, მიტროპოლიტმა ანდრიამ და გიმნაზიის აღმასრულებელმა დირექტორმა, დეკანოზმა ბორისმა (ნიჩიპეროვიჩი) ფესტივალის მონაწილე სკოლები და მოსწავლები სამახსოვრო საჩუქრებით დააჯილდოვეს.
საშობაო ფესტივალი „გენეთლია“ 2016
2016 წლის 11 და 12 იანვარს ყოველწლიური საშობაო ფესტივალი „გენეთლია“ ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზიაში მეათედ ჩატარდა. კვლავ შეიკრიბნენ გორში საქართველოს საპატრიარქოს სასწავლებლების, გორისა და ატენის ეპარქიის საჯარო სკოლების მოსწავლეები, რათა ერთმანეთისთვის გაეზიარებინათ ქრისტეშობის სიხარული.
გიმნაზიის რექტორმა, გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ (გვაზავა) ფესტივალის სტუმრები და მასპინძლები გიმნაზიის ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის ტაძარში დალოცა და საიუბილეო საშობა ფესტივალში მონაწილეობა მიულოცა.
2016 წელს ფესტივალში მონაწილეთა შორის იყვნენ:
ზუგდიდის წმ. გიორგის სახელობის გიმნაზია,
წმ. იოანე ბოლნელის სახელობის ბოლნისის სასულიერო გიმნაზია,
მარტვილის წმ. ამბროსი ხელაიას სახელობის სკოლა-პანსიონი,
ნიქოზის წმ. ალექსანდრე ოქროპირიძის სახელობის სკოლა,
ქარელის წმ. გიორგი მთაწმინდელის სახელობის გიმნაზია,
ხაშურის წმ. დიმიტრი ყიფიანის სახელობის სკოლა-პანსიონი,
თბილისის წმ. ექვთიმე და წმ. გიორგი მთაწმინდელების სახელობის მართლმადიდებელ ქრისტიანთა სკოლა,
ქალაქ გორის # 11 საჯარო სკოლა (გორისა და ატენის ეპარქია),
ოთარ ჩხეიძის სახელობის ს. ყელქცეულის საჯარო სკოლა (გორისა და ატენის ეპარქია),
ს. მეჯვრისხევის სამრევლო სკოლა (გორისა და ატენის ეპარქია),
წმ. იოაკიმესა და ანას სახელობის ბაგა-ბაღი (გორისა და ატენის ეპარქია),
ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზია;
ფესტივალის ფარგლებში ჩატარებული მოსწავლეთა კონფერენცია ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის ღვაწლს მიეძღვნა. ფესტივალის მონაწილე სკოლების მოსწავლეები მსმენელთა წინაშე მოხსენებებით წარდგნენ. საკონფერენციო თემები იყო:
ხატვის კონკურსის ფარგლებში კონკურსის მონაწილეებმა ნიკოლოზ ბარათაშვილის პორტრეტი შეასრულეს. ფერმწერმა მარიამ სანადირაძემ ფეტივალის მონაწილე სკოლების წარმომადგენლებთან ერთად სამი საუკეთესო ნამუშევარი გამოარჩია. გამარჯვებულები ვალერი რეხვიაშვილი (წმ. იოანე ბოლნელის სახელობის ბოლნისის სასულიერო გიმნაზია), ნუცა სესიაშვილი (თბილისის წმ. ექვთიმე და წმ. გიორგი მთაწმინდელების სახელობის მართლმადიდებელ ქრისტიანთა სკოლა) და საბა მაზმიშვილი (გორის ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გიმნაზია) ფესტივალის დახურვის საღამოზე დაჯილდოვდნენ.
მონაწილენი:
თვითშემოქმედებითი გამოსვლები გორისა და ატენის ეპარქიასთან არსებული წმ. იოაკიმესა და ანას სახელობის ბაგა-ბაღის აღსაზრდელებმა გახსნეს. შემდეგ კი გიმნაზიის სცენა ორი დღის განმავლობაში ფესტივალის მონაწილე მოსწავლეთა გამოსვლებს დაეთმო. მოსწავლეები მაყურებელთა წინაშე საშობაო წარმოდგენებით, კომპოზიციებით, ჩრდილების თეატრით, საკონცერტო მუსიკალური და ქორეოგრაფიული გამოსვლებით, მხატვრული კითხვითა და საგალობლებით წარდგნენ. მოზარდების გამოსვლებს გულგრილი არ დაუტოვებია მაყურებელი. ქრისტეშობის სიხარულს მათთან ერთად მწერალი ვანო ჩხიკვაძე, ქ. გორის საკრებულოს თავმჯდომარე პაპუნა კობერიძე, გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ზურაბ ქარელი, გორისა და ატენის ეპარქიის მოძღვრები, ატენის ღვთისმშობლის შობის დედათა მონასტრის დედები და მრავალი საპატიო სტუმარი იზიარებდა.
ფესტივალის მონაწილეთათვის მოეწყო მოლოცვა-ექსკურსია ტანას ხეობაში. მათ მოილოცეს და დაათვალიერეს ატენის სიონი და ღვთისმშობლის შობის დედათა მონასტერი. სტუმრებს გიმნაზიის კურსდამთავრებულები მეგზურობდნენ.
მრავალფეროვანი იყო გიმნაზიის ფოიეში მოწყობილი მოსწავლეთა ხელნაკეთი ნამუშევრების გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იყო ფერწერული ნამუშევრები, გობელენი, თექა, მხატვრულად დამუშავებული ხე, თაბაშირის თოჯინები, სამოსი, ნაქარგები, საეკლესიო ნივთები და მრავალი სხვა საგამოფენო ნიმუში. მოსწავლეთა ნამუშევრებმა მნახველთა დიდ ინტერესი დაიმსახურა.
საშობაო ფესტივალის დახურვის საღამოზე სტუმართა წინაშე ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზიის მოსწავლეები წარდგნენ კომპოზიციით „გოდოლი შეურყეველი“ .
გიმნაზიის რექტორმა, გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ და გიმნაზიის აღმასრულებელმა დირექტორმა, მღვდელმა ბორისმა ფესტივალის მონაწილე სკოლებსა და მოსწავლეებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს, დალოცეს და მომავალ „გენეთლიამდე“ დაემშვიდობნენ.
2015 წლის 12 და 13 იანვარს ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზიაm საშობაო ფესტივალ „გენეთლიაs“ მონაწილეებსა და სტუმრებს უკვე მეცხრედ უმასპინძლა. კვლავ შეიკრიბნენ გორში საქართველოს საპატრიარქოს სასწავლებლების, გორისა და ატენის ეპარქიისა და სამთავისისა და კასპის ეპარქიის საჯარო სკოლების მოსწავლეები, რათა ერთმანეთისთვის გაეზიარებინათ ის სიხარული, რაც ქრისტეშობის დღესასწაულს ახლავს.
გიმნაზიის ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის ტაძარში შეკრებილი სტუმრები და მასპინძლები გიმნაზიის მოძღვარ-რექტორმა, გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ (გვაზავა) და სამთავისისა და კასპის ეპისკოპოსმა დამიანემ (ხუფენია) დალოცეს.
2015 წელს ფესტივალში მონაწილეობდნენ:
v ზუგდიდის წმ. გიორგის სახელობის სკოლა,
v წმ. იოანე ბოლნელის სახელობის ბოლნისის სასულიერო გიმნაზია,
v მარტვილის წმ. ამბროსი ხელაიას სახელობის სკოლა-პანსიონი,
v ნიქოზის წმ. ალექსანდრეს ოქროპირიძის სახელობის სკოლა,
v ქარელის წმ. გიორგი მთაწმინდელის სახელობის გიმნაზია,
v ხაშურის წმ. დიმიტრი ყიფიანის სახელობის სკოლა-პანსიონი,
v თბილისის წმ. ექვთიმე და წმ. გიორგი მთაწმინდელების სახელობის მართლმადიდებელ ქრისტიანთა სკოლა,
v თბილისის წმ. კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა პანსიონი,
v კასპის მუნიციპალიტეტის ს. ქვემო ჭალის საჯარო სკოლა (სამთავისისა და კასპის ეპარქია),
v ოთარ ჩხეიძის სახელობის ს. ყელქცეულის საჯარო სკოლა (გორისა და ატენის ეპარქია),
v ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზია.
ფესტივალის ფარგლებში ჩატარებული მოსწავლეთა კონფერენცია წმ. მოწამეებისა და აღმსარებლების ძმები კარბელაშვილების ღვაწლს მიეძღვნა. სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები მსმენელთა წინაშე მოხსენებებით წარდგნენ.
ხატვის კონკურსი გაიმართა დევიზით „დიდმშვენიერი ტაძრები“. მონაწილეებმა ბეთანიის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარი გადაიტანეს ფურცელზე. ხატმწერმა ვანო არჩვაძემ ფერწერული ნამუშევრებიდან ოთხი საუკეთესო გამოარჩია. ავტორები ფესტივალის დახურვის საღამოზე დააჯილდოვეს.
თვითშემოქმედებითი გამოსვლები გორისა და ატენის ეპარქიასთან არსებული წმ. იოაკიმესა და ანას სახელობის ბაგა-ბაღის აღსაზრდელებმა გახსნეს. შემდეგ კი გიმნაზიის სცენა ორი დღის განმავლობაში ფესტივალის მონაწილე მოსწავლეთა გამოსვლებს დაეთმო. მოსწავლეები მაყურებელთა წინაშე საშობაო წარმოდგენებით, კომპოზიციებით, ანიმაციური ფილმით, სილუეტების თეატრით, საკონცერტო მუსიკალური და ქორეოგრაფიული გამოსვლებით, მხატვრული კითხვითა და კარბელაანთ კილოზე შესრულებული საგალობლებით წარდგნენ. მოზარდების გამოსვლებს გულგრილი არ დაუტოვებია მაყურებელი. ქრისტეშობის სიხარულს მათთან ერთად ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტი პეტრე (ცაავა), მწერალი ვანო ჩხიკვაძე, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა, შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილე გურამ მაჭარაშვილი, ქ. გორის საკრებულოს თავმჯდომარე პაპუნა კობერიძე და მრავალი საპატიო სტუმარი იზიარებდა - ფესტივალ „გენეთლიის“ მიზანიც ხომ სწორედ ეს არის!
ფესტივალის მონაწილეთათვის მოეწყო მოლოცვა-ექსკურსია სამთავისსა და ქვემო ჭლაში, სტუმრები ძმები კარბელაშვილების საგვარეულო სახლს ესტუმრნენ, შემდეგ წმ. აღმსარებელ ფილიმონის საფლავს მიაგეს პატივი და სამთავისის ღვთაების ამაღლების ტაძარი მოილოცეს. ქვემო ჭალის საჯარო სკოლის მოსწავლეებს კი გიმნაზიის კურსდამთავრებულმა უმასპინძლეს. მათ ერთად მოილოცეს გორის ტაძრები, მოინახულეს ქალაქის ძველი უბანი და გორის ციხე, დაათვალიერეს გორისა და ატენის ეპარქიასთან არსებული სიძველეების მუზეუმი.
დამთვალიერებელი არ ილეოდა გიმნაზიის ფოიეში მოწყობილ ფესტივალის მონაწილე სკოლების მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენაზე. ფერწერული ნამუშევრები, გობელენი, თექა, მხატვრულად დამუშავებული ხე, მინანქრის ნაკეთობები, თაბაშირის თოჯინები, ქართული ეროვნული სამოსი და მრავალი სხვა საგამოფენო ნიმუში მნახველთა დიდ ინტერესსა და აღფრთოვანებას იწვევდა.
საშობაო ფესტივალის დახურვის საღამოზე სტუმართა წინაშე ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზიის მოსწავლეები წარდგნენ კომპოზიციით „ფერხული“ . გიმნაზიის მოძღვარ-რექტორმა გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ და გიმნაზიის დირექტორმა, მღვდელმა ბორისმა ფესტივალის მონაწილე სკოლებსა და მოსწავლეებს სამახსოვრო საჩუქრებთან ერთად საშობაო ფესტივალისადმი მიძღვნილი ბუკლეტი გადასცეს, დალოცეს და მომავალ , საიუბილეო მეათე „გენეთლიამდე“ დაემშვიდობნენ.
ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზია
ყოველწლიურ საშობაო ფესტივალი „გენეთლია“
ფესტივალის ჩატარების თარიღი: 2014 წლის 9-10 იანვარი,
ფესტივალის ჩატარების ადგილი: ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზია - ქ. გორი, სამეფო ქ. # 5
ფესტივალის მიზანი: ქრისტეშობის დღესასწაულის სიხარულის აღსაქმელად და მოზარდთა რწმენის
გაძლიერებისათვის გარემოს შექმნა მოსწავლეთა საკონფერენციო გამოსვლებით,
ნამუშევრების გამოფენითა და თვითშემოქმედების წარმოდგენით.
ფესტივალის მონაწილენი:
ფესტივალის I დღე - 10:30 - ფესტივალის გახსნა, ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის სახელობის ტაძარი
- 11:00 - მოსწავლეთა კონფერენცია (სააქტო დარბაზი)
- 11:00 - ხატვის კონკურსი (საგამოფენო დარბაზი)
- 14:00 - სადილი
- 15:00 - თვითშემოქმედებითი გამოსვლები
- 18:00 - გორის ტაძრების მოლოცვა
ფესტივალის II დღე - 11:00 - საკონფერენციო და თვითშემოქმედებითი გამოსვლები
- 14:00 - განახლებული ციხისუბნის დათვალიერება, ხარების ტაძრის მოლოცვა
- 15:00 - სადილი
- 18:00 - ფესტივალის დახურვის საღამო
კონფერენციის თემებია: ექვთიმე თაყაიშვილის სამეცნიერო მემკვიდრეობა,
ექვთიმე თაყაიშვილი ემიგრაციაში,
ექვთიმე თაყაიშვილი - საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესი,
ექვთიმე თაყაიშვილის პოლიტიკური მოღვაწეობა;
კონფერენციაში მონაწილეობს სკოლიდან ერთი მოსწავლე; გამოსვლის ხანგრძლივობა არაუმეტეს 10 წთ.
გთხოვთ, წარმოადგინოთ საკონფერენციო მოხსენებები ელექტრონული სახით.
ხატვის კონკურსის მონაწილენი
მონაწილეთა რაოდენობა არაუმეტეს 15 მოსწავლისა, გამოსვლის ხანგრძლივობა არაუმეტეს 20 წთ.
საკონტაქტო ინფორმაცია: ტელეფონი 0370270432,
ელ.ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.
ვებ-გვერდი: gmgimnazia.ge
გორი, სამეფო ქ. #5
dummy+995 (0370) 27 0432
dummy gori.gimnazia@gmail.com
ა(ა)იპ ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის სკოლა-გიმნაზია
ს.კ 218082848
ს.ს. ბაზისბანკი CBASGE22
ანგარიშის # GE62BS00 0000 0005 6365 90