გიმნაზიის შესახებ
ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზიაში სასაწავლო წელი 14 სექტემბერს (ძვ.სტ. 1 სექტემბერი-ეკლესიური ახალი წლის დასაწყისი) იწყება. ამ დღეს ყოველწლიურად აღევლინება სადღესასწაულო პარაკლისი.
სასწავლო პროცესი ხორციელდება დამტკიცებული სასწავლო გეგმის შესაბამისად.
მეცადინეობები 8 საათსა და 50 წუთზე იწყება ერთობლივი ლოცვით გიმნაზიის ტაძარში. გაკვეთილების დაწყების დროა 9 საათი.
სწავლებისთვის გამოყოფილია 33 საკლასო ოთახი, 1 კომპიუტერული კლასი, 1 ლაბორატორია, 1 სახელოსნო.
მოსწავლეებს ემსახურება ბიბლიოთეკა-სამკითხველო უზრუნველყოფილი მრავალფეროვანი წიგნადი ფონდითა და პერიოდული გამოცემებით; მოსწავლეთა განკარგულებაშია კომპიუტერული კლასი, კეთილმოწყობილი სააქტო დარბაზი.
გიმნაზიაში სწავლის მსურველთა რაოდენობა დიდია. ამის გათვალისწინებით აშენდა მეორე სასწავლო კორპუსი და სპორტული დარბაზი.
გიმნაზიაში სასწავლო პროცესი საშობაო, სააღდგომო და საზაფხულო არდადეგებზე წყდება. საუფლო დღესასწაულებზე გიმნაზიის ტაძარში აღევლინება წირვა.
ჩვენი მისია
ჩვენი მიღწევები
გიმნაზიაში მოსწავლე და და კურსდამთავრებულ მოსწავლეთა მიღწევები
ბიბლიოთეკით სარგებლობის წესი
ბიბლიოთეკის მუშაობის დღეები - ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით
(ზაფხულის არდადეგების გარდა)
მუშაობის საათები - 9:30-16:30
ბიბლიოთეკით სარგებლობა შეუძლია:
- · გიმნაზიის მოსწავლეს;
- · გიმნაზიის პერსონალს;
- დაინტერესებულ პირებს.
ბიბლიოთეკით სარგებლობის წესები:
- მკითხველისთვის იხსნება მკითხველის ბარათი;
- მკითხველი ვალდებულია ფრთხილად მოეპყრას წიგნებსა და სხვა სახის ბეჭდურ გამოცემებს;
- ბიბლიოთეკიდან გატანილი წიგნის დაბრუნებამდე მკითხველს არ შეუძლია დამატებით სხვა წიგნის გატანა;
- ბიბლიოთეკიდან წიგნის გატანის შემთხვევაში მიეთითება გატანის დრო და ხანგრძლივობა;
- მკითხველს უფლება აქვს უფასოდ მიიღოს დროებით სარგებლობაში სხვადასხვა საბიბლიოთეკო მასალები გატანის უფლებით ან სამკითხველოში სამუშაოდ;
- გატანაზე ნებართვის შეზღუდვა ხდება ბიბლიოთეკარის მიერ, თუ ბიბლიოთეკის ფონდში მკითხველისათვის დროებით სარგებლობაში გადასაცემი ერთეულის ეგზემპლარების ოდენობა მხოლოდ ერთია; ამ შემთხვევაში საბიბლიოთეკო ერთეულით სარგებლობა დაიშვება მხოლოდ გიმნაზიის შენობაში;
- მკითხველის მიერ მითითებულ დროში წიგნის არდაბრუნების შემთხვევაში, ბიბლიოთეკარი სათანადო ღონისძიებების გატარების უზრუნველსაყოფად აცნობებს სასწავლო კლასის ხელმძღვანელს და ადმინისტრაციას
- ბიბლიოთეკიდან არ გაიცემა წიგნი იმ პირზე, რომელიც შემჩნეულია წიგნის დაგვიანებით დაბრუნებაში ან დაზიანებაში;
- წიგნის დაზიანებისათვის, ან დაკარგვისათვის, მკითხველი ვალდებულია შეცვალოს წიგნი ახალი ეგზემპლარით ან აანაზღაუროს მისი ღირებულების ოდენობით;
- დაზიანებული წიგნით/წიგნებით სარგებლობა შეიძლება მხოლოდ სამკითხველოში;
- სამკითხველოში დაუშვებელია ხმამაღალი საუბარი;
- მოსწავლე, რომელმაც დაამთავრა გიმნაზია ან პერსონალი, რომელიც გათავისუფლდა სამსახურიდან, ვალდებულია მიიღოს ბიბლიოთეკარის თანხმობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სათანადო დოკუმენტაცია არ გაიცემა;
- მკითხველი ვალდებულია დაემორჩილოს ბიბლიოთეკაში მოქმედ წესებს.
გიმნაზიის ხელოვნების წრეები, ჩაერთე ახლავე
კრეატიული მომავალი თაობისთვის.