საქართველოში ხეზე კვეთა უძველესი დროიდან ყოფილა განვითარებული, ქრისტიანობის გავრცელებამ მას განსხვავებული დატვირთვა მისცა, განვითარდა და დროთა განმავლობაში დაიხვეწა. მონასტრებში ულამაზესი ორნამენტებით ამკობდნენ კიოტებს, აღსავლის, ტაძრის კარებს, ხატის ჩარჩოებს და ა. შ. მათი დიდი ნაწილი ხელოვნების ნიმუში იყო.
სასიხარულოა, რომ დღეს ახალგაზრდობა დაინტერესებულია და დიდი მონდომებით სწავლობს ხეზე კვეთას. გიმნაზიაში, წრეს ხელმძღვანელობს გოგა კავლელაშვილი, რომლის ნამუშევრებით არაერთი ტაძარია შემკული(რამდენიმე ეკლესიის კარები, საკურთხევლის სვეტები). გამოკვეთილი აქვს: მაცხოვრის, ღვთისმშობლის, მთავარანგელოზების, წმინდა ნინოს ხატები. სასულიერო პირებისთვის შექმნილი აქვს საბეჭური და ჯვარცმა. ახლა ბატონი გოგა, პატარებს აზიარებს ამ ხელოვნებას.
ეს ჩვენი მოსწავლეების ნამუშევრებია:
2014-15 სასწავლო წლის
I სემესტრის სამუშაო გეგმა
- ხის დეტალის გამოჭრა
- გულსაკიდი ჯვრის გაკეთება
- საჭირო ინსტრუმენტების გაკეთება, გალესვა
- ორნამენტის დახაზვა ხის ნაჭერზე
- ორნამენტის (რომბების) კვეთა
- გრეხილი ორნამენტის დახაზვა და ამოკვეთა
- ნაწნავი ჩუქურთმის კვეთა
- სვანური ჩუქურთმის კვეთა
- ზარდახშის გაკეთება
II სემესტრის სამუშაო გეგმა
- ზარდახშის მოჩუქურთმება
- კედელზე საკიდი ჯვრის გამოჭრა
- კედლის ჯვრის სხვადასხვა ჩუქურთმით შემოსვა
- ხატის ჩარჩოს კეთება
- კლასიკური ჩუქურთმის გაკეთება
- ხატის ამოკვეთა