2018 წლის შემოდგომაზე გიმნაზიელები ინფორმატიკაში სრულიად საქართველოს მოსწავლეთა ოლიმპიადაში (OLYINFO) მონაწილეობდნენ. სასკოლო ეტაპზე, 2018 წლის 8 დეკემბერს,
2018 წლის შემოდგომაზე გიმნაზიელები ინფორმატიკაში სრულიად საქართველოს მოსწავლეთა ოლიმპიადაში (OLYINFO) მონაწილეობდნენ. სასკოლო ეტაპზე, 2018 წლის 8 დეკემბერს,
2018 წლის 21 დეკემბერს, წმ. მოწამეთა და აღმსარებელთა ძმები კარბელაშვილების სახელობის მე-7 კლასის მოსწავლეები დიდი ენთუზიაზმით, საახალწლო საჩუქრებით,
გიმნაზიის მოსწავლეები, ტრადიციულად, აქტიურად არიან ჩაბმული სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაში. 2018-2019 სასწავლო წელს გიმნაზიელთა გუნდები მონაწილეობდნენ ფეხბურთის,
2018 წლის 7 დეკემბერს, ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზიაში გაიმართა გორისა და ატენის ეპარქიის სამღვდელოების,
ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზიის რექტორს, გორისა და ატენის მიტროპოლიტ ანდრიას (გვაზავა) ვარშავის უნივერსიტეტმა 2018 წელს
2018 წლის 29 სექტემბერს, ილიას უნივერსიტეტის თაოსნობით, თბილისში, ვაკის პარკში, ღია ცის ქვეშ მოეწყო სამეცნიერო პიკნიკი,
ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზიის მასწავლებლები და თანამშრომლები 3 სექტემბრიდან აქტიურად შეუდგნენ 2018-2019 სასწავლო წლისთვის მზადებას. დასუფთავდა ახალგარემონტებული საკლასო ოთახები და დერეფნები,
2018-2019 სასწავლო წლის დაწყებამდე გიმნაზიის ადმინისტრაციის მოსწვევით შედგა გიმნაზიის პირველკლასელთა მშობლების კრება. გიმნაზიის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ სასწავლო-
11-15 აპრილი, 2011 წელი
11-15 აპრილი
კალიგრაფიის კონკურსზე შერჩეული საუკეთესო ნამუშევრების გამოფენა
11 აპრილი, 12:15
,,ანბანთქება“- წმ. მეფე დავითის სახელობის პირველი კლასი
წმ. მოწამეთა დავითისა და კონსტანტინეს სახელობის პირველი კლასი
მასწავლებელი თეა გოგიჩაიშვილი
13:00
,,ჩვენი ენა ქართული“ - წმ. მღვდელმოწამე კირიონ მე-2-ის სახელობის მეორე კლასი
ღირსი ექვთიმე ათონელის სახელობის მესამე კლასი
წმ. მოციქულთა პეტრესი და პავლეს სახელობის მეოთხე კლასი
მასწავლებელი ნანა ცეცხლაძე
12 აპრილი, 13:00
,,რა ენა გვქონია. . .“ - დაწყებითი საფეხურის მოსწავლეთა მონაწილეობით
მასწავლებელი მანანა კაკაურიძე, თინათინ ალავიძე
13 აპრილი, 12:10
,,იავნანამ რა ჰქმნა?!`- ლიტერატურულ-თეატრალური წრის წარმოდგენა
მასწავლებელი მარინე გოგიაშვილი
14 აპრილი, 13:00
მოსწავლეთა კონფერენცია
მონაწილენი: ხაშურის წმ. ექვთიმე ათონელის სახელობის ლიცეუმის მოსწავლეები
ქარელის წმ.გიორგი მთაწმინდელის სახ. გიმნაზიის მოსწავლეები
ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზიის მოსწავლეები;
14:00
აკაკი წერეთლის ,, ინგლისელი ქალის~ მიხედვით ეპიზოდის ინსცენირება;
15 აპრილი, 14:30
ფილმის ჩვენება - ..საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესი“, რეჟისორი რევაზ თაბუკაშვილი
11-15 აპრილს გიმნაზიაში ჩატარდა ქართული ენისადმი მიძღვნილი კვირეული. კვირეულის მიზანია მოსწავლეებში გაღრმავდეს მშობლიური ენის სიყვარული, ადრეულ ასაკში გაიაზრონ ქართული ენის მნიშვნელობა, გაითავისონ რაოდენ აუცილებელია ამ ღვთივბოძებული განძის სიწმინდის დაცვა, თითოეულმა მოწაფემ იგრძნოს ის პასუხისმგებლობა, რომელიც აკისრია ენის, მამულისა და სარწმუნოების წინაშე. კვირეულში გიმნაზიის ყველა კლასის მოსწავლე მონაწილეობდა.
კალიგრაფიული კონკურსი ორ ტურად ჩატარდა. შეირჩა და გამოიფინა საუკეთესოდ შესრულებული ხელნაწერები ასომთავრული, ნუსხური და მხედრული დამწერლობით.
კვირეული 11 აპრილს გიმნაზიის პირველი კლასების მოსწავლეთა გამოსვლით გაიხსნა - წარმოადგინეს მონტაჟი სახელწოდებით ,,ანბანთქება“ (მასწავლებელი თეა გოგიჩაიშვილი). ამავე დღეს მეორე, მესამე და მეოთხე კლასელთა მონაწილეობით გაიმართა კომპოზიცია ,,ჩვენი ენა ქართული“ (მასწავლებელი ნანა ცეცხლაძე).
12 აპრილს გიმნაზიის მესამე, მეოთხე და მეხუთე კლასების მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები და ცნობილ ადამიანთა გამონათქვამები ქართული ენის სადიდებლად. (მასწავლებლები: მანანა კაკაურიძე,თინათინ ალავიძე). შესრულდა ქართული ხალხური და საგუნდო სიმღერები, ცეკვები (მასწავლებლები: . გამოსვლას უწოდეს ,,რა ენა გვქონია...“
13 აპრილს ლიტერატურულ-თეატრალური „სხვენის“ უმცროსი ასაკის ჯგუფის წევრებმა, წარმოადგინეს ი. გოგებაშვილის „იავნანამ რა ჰქმნა?!“.
14 აპრილი მოსწავლეთა სასწავლო კონფერენციას დაეთმო. მონაწილეთა შორის გიმნაზიის მეექვსე, მერვე და მეცხრე კლასის მოსწავლეებთან ერთად იყვნენ ხაშურის წმ. ექვთიმე ათონელის სახელობის სასულიერო ლიცეუმის, ქარელის წმ.გიორგი მთაწმინდელის სახელობის გიმნაზიისა და გორის #8 საჯარო სკოლის მეცხრე,მეათე და მეთერთმეტე კლასების მოსწავლეები. მოხსენებებში ისაუბრეს ქართული ენის წარმოშობისა და განვითარების საკითხებზე, ქართულ ანბანზე, დამწერლობაზე, ენის სიწმინდის დაცვასა და მასთან დაკავშირებულ სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე. კონფერენციის ბოლოს გაკეთდა დასკვნკვა თითოეული ქართველის ვალია გაუფრთხილდეს და დაიცვას მშობლიური ენის სიწმინდე. კონფერენციას ესწრებოდნენ გიმნაზიის საბაზო საფეხურის მოსწავლეები, მასწავლებლები, მშობლები და მოწვეული სტუმრები.
გიმნაზიის ლიტერატურულ-თეატრალური დასის წევრები კონფერენციის მონაწილეებისა და სტუმრების წინაშე, აკაკი წერეთლის ინგლისელი ქალის“
ინსცენირებით წარდგნენ.
კვირეული 15 აპრილს დასრულდა. ამ დღეს გიმნაზიის საკონფერენციო დარბაზში მოეწყო რევაზ თაბუკაშვილის ფილმის ,,საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესის“ ჩვენება.
გორი, სამეფო ქ. #5
dummy+995 (0370) 27 0432
dummy gori.gimnazia@gmail.com
ა(ა)იპ ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზია
ს.კ 218082848
ვი-თი-ბი ბანკი ჯორჯია
(გორის ფილიალი) UGEBGE22
ანგარიშის # GE17VT0200000028483608