გიმნაზიის დაბადების დღე

 30 ოქტომბერი - გიმნაზიის დაბადების დღეა. სამთავისისა და გორის მიტროპოლიტმა ანდრიამ (გვაზავა) ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის სახელობის ტაძარში გიმნაზიის მოძღვართან, დეკანოზ იოანესთან (ცხვირაშვილი) ერთად საზეიმო მსახურება აღავლინა. წირვას გიმნაზიის მოსწავლეები, მშობლები, მასწავლებლები და სტუმრები ესწრებოდნენ.


ამ დღეს გიმნაზიას სტუმრობდა ქართველ მეცნიერთა ჯგუფი. სტუმრება შეხვედრა გამართეს  გიმნაზიის  უფროსკლასელებთან და მასწავლებლებთან. შეხვედრის მიზანი იყო მოსწავლეთათვის იმ პროფესიების არსის გაცნობა, რომელთა მნიშვნელობა ღირებულია თანამედროვე და მომავალი საქართველოსთვის.
სტუმრების წინაშე გიმნაზიის ლიტერატურულ-თეატრალური წრის წევრები ღირსი გიორგი მთაწმინდელის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი წარმოდგენით წარდგნენ.

ძიება