აკაკი წერეთლის კვირეული

 

25-29 ოქტომბერს ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზიაში ჩატარდა აკაკი წერეთლის დაბადების 170-ე წლისადმი მიძღვნილი კვირეული, რომელიც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ იყო ინიცირებული.
კვირეულში მონაწილეობდნენ გიმნაზიის I-IX კლასის მოსწავლეები.
კონკურსში, დევიზით „სჯობს მონობაში გადიდკაცებულს თავისუფლების ძებნაში მკვდარი“, მონაწილეობისათვის გიმნაზიში შეირჩა ნოდარ კოკელიძისა (IXკლასი) და რატი ტლაშაძის (VIII კლასი) თხზულებები და  წარდგა რესურსცენტრში, საიდანაც ორივე ნამუშევარი რეგიონულ ტურზე გაიგზავნა.


აკაკი წერეთლის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ფოტო- სურათებით გამზადდა სტენდი და განთავსდა გიმნაზიის დერეფანში;
გიმნაზიაში ჩატარდა როგორც საკლასო, ასევე საგიმნაზიო ღონისძიებები:
I_II კლასელებმა წაკითხული იგავ-არაკების მიხედვით შექმნეს ნახატები საკლასო ოთახებში მოაწყეს ნამუშევრების გამოფენა.
გიმნაზიის დერეფანში გამოიფინა მოსწავლეთა მიერ აკაკის სხვადასხვა ნაწარმოების მიხედვით შექმნილი საუკეთესო ნახატები;
25 ოქტომბერს ჩატარდა ლიტერატურული საღამო სახელწოდებით „მგოსანი“ წმ. გიორგის სახელობის მე-7 კლასის მოსწავლეთა მონაწილეობით (მასწავლებელი ნ. ბერძენიშვილი).
26 ოქტომბერს გაიმართა პოეზიის საღამო „ცა ფირუზ, ხმელეთ ზურმუხტო...“ ღირსი სერგი რადონეჟელის სახელობის მე-5, წმ. იოანე ნათლისმცემლის სახელობის მე-5 და წმ. ბარბარეს სახელობის მე-6 კლასების ყველა მოსწავლის მონაწილეობით (მასწავლებლები:
მ. მელიქიშვილი, მ. კაკაურიძე, ლ. მერაბიშვილი).
27 ოქტომბერს ღირსი ექვთიმე ათონელის სახელობის მე-3 კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს კომპოზიცია აკაკის ლექსის „ქართული ანბანი“ მიხედვით. შეასრულეს სიმღერები ჩონგურის თანხლებით (ნ. ცეცხლაძე, თ. წულუკიძე);
წმ. მოციქულთა პეტრესი და პავლეს სახელობის მე-4 კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს აკაკის გიმნაზიაში სწავლის ეპიზოდის ინსცენირება „ჩემი თავგადასავალიდან“ (მასწავლებელი ი. ჯალალი);
წმ. მოწამეთა ბიძინა, შალვა და ელიზბარის სახელობის 1-ლი და წმ. ეპისკოპოს ალექსანდრეს სახელობის მე-2 კლასის მოსწავლეების მონაწილეობით დაიდგა იგავ-არაკი „მელა და ყურძენი“ (მასწავლებელი თ. ალავიძე)
წმ. ნიკოლოზის სახელობის მე-3 კლასის მოსწავლეებმა „სილუეტების თეატრის“ საშუალებით წარმოადგინეს იგავ-არაკები „მგელი და კრავი“ და „ჭრიჭინა და ჭიანჭველა“ (მასწავლებელი მ. კაკაურიძე; პერსონაჟები დამზადდა ხელოვნების მასწავლებლის ა.ფსუტურის დახმარებით).
28 ოქტომბერს ჩატარდა აკაკი წერეთლის ცხოვრებისადმი მიძღვნილი მოსწავლეთა კონფერენცია. კონფერენცია გაიხსნა აკაკის ცხოვრების ამსახველი ფოტო-კოლაჟის ჩვენებით (კოლაჟი მომზადდა გიმნაზიის ისტ-ის მასწავლებლის გ.ბუთხუზის დახმარებით).
29 ოქტომბერს მოეწყო ფილმის „აკაკის აკვანი“ საგიმნაზიო ჩვენება;
წმ. მოწამეთა დავითისა და კონსტანტინეს სახელობის 1-ლი კლასის მოსწავლეთა მონაწილეობით დაიდგა იგავ-არაკი „ბუზი და ლომი“  (მასწავლებელი თ. გოგიჩაიშვილი);
კვირეული დასრულდა კომპოზიციით „ჩემი ხატია სამშობლო“ – გიმნაზიის „ლიტერატურულ-თეატრალური სხვენის“ წევრთა მონაწილეობით (მასწავლებლები მ.გოგიაშვილი, თ.წულუკიძე). მაყურებელთა შორის იყვნენ როგორც გიმნაზიის მოსწავლეები, მათი მშობლები, მასწავლებლები, ასევე მოწვეული სტუმრები. კვირეული გაშუქდა ადგილობრივი მასმედიის მიერ.

ძიება