სტუმრები ათონის მთიდან

 

17-24 თებერვალს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, მისი უწმიდესობისა და უნეტარესობის ილია II-ის მოწვევით, სტუმრობდა ათონის წმ. მთის  ვატოპედის მონასტრის წინამძღვარი არქიმანდრიტი ეფრემი თანმხლებ პირებთან ერთად.ეს ვატოპედის მონასტრის საძმოს პირველი სტუმრობა იყო საქართველოში. ამ მონასტერს თავისი მნიშვნელობით მეორე ადგილი უჭირავს ათონის მთაზე. იგი დაარსებულია ათანასე ათონელის მოწაფეების მიერ.
წმიდა მთის მამები სტუმრობდნენ სამთავისისა და გორის ეპარქიას.

მათი სტუმრობა დაიწყო ატენის დედათა მონასტრიდან, სადაც წმ. იოანე ღვთისმეტყველის ტაძარში აღვლენილი იქნა საღვთო ლიტურგია. არქიმანდრიტი ეფრემი ესაუბრა იქ შეკრებილ მრევლს და დალოცა ისინი. გაიმართა საუბარი ჩვენი ეპარქიის სამონაზვნო დასთან.
დედათა მონასტრიდან დელეგაცია წამოვიდა ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზიაში, სადაც მათ ელოდებოდნენ მასწავლებლები, მოსწავლეები და მათი მშობლები. სტუმრებმა დაათვალიერეს სასულიერო გიმნაზიის შენობა. გიმნაზიის მოსწავლეებმა გაუმართეს ათონელ მამებს მცირე წარმოდგენა. მამა ეფრემმა აღნიშნა ქართული კულტურისა და ტრადიციის მნიშვნელობა ერისთვის, მისი შენახვის და შესწავლის აუცილებლობა ახლაგაზრდა თაობისათვის.
სტუმრებმა დალოცეს პატარები, სასწავლებლის ტაძარს უსახსოვრეს ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი ,,პანტანასა”, ასევე ყველა მოსწავლეს დაურიგდა საჩუქრად ღვთისმშობლის ხატი. განსაკუთრებით გაახარა პატარები, სამახსოვრო ფოტომ, რომელიც მეუფე ანდრიასთან, არქიმანდრიტ ეფრემთან და მამა იოანესთან ერთად გადაიღეს.

 

 

IMGA0297 IMGA0298 IMGA0315 IMGA0324  IMGA0352 IMGA0348

 

ძიება