მისია, ხედვა, ღირებულებები

ა(ა)იპ ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის სკოლა-გიმნაზია

 

ხედვა

სასკოლო-საგიმნაზიო განათლება მოზარდს:

  •  ჩამოუყალიბებს ქრისტიანულ ცნობიერებას;
  •  ასწავლის ოჯახის მართლმადიდებლური ტრადიციების პატივისცემასა და სამშობლოს სიყვარულს;
  •  განუვითარებს უნარ-ჩვევებს ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის შესწავლისა და დაცვისათვის;
  •  არაფორმალური მუშაობის გაძლიერების გზით დაეხმარება გაეცნოს და ეზიაროს ქრისტიანული ქვეყნების ისტორიას, კულტურასა და ტრადიციებს.

მისია

სწავლისათვის კეთილგანწყობილი, დადებითი გარემოს შექმნა, რათა აღზარდოს ზნეობრივად, სულიერად, ფიზიკურად და ინტელექტუალურად განვითარებული, ეროვნულ და ზოგადსაკაცობრიო ფასეულობების მქონე, გულისხმიერი და შემწყნარებელი მართლმადიდებელი ქრისტიანი ახალგაზრდა, რომელიც თავის ცოდნასა და შესაძლებლობებს მოახმარს პირად და ეროვნულ მიზნებს.

სკოლა-გიმნაზიის ძირითადი ფასეულობები/ღირებულებები

  •  ქრისტიანიული ცნობიერება;
  •  განათლებული თაობა;
  •  სასწავლო გარემოს თანაბარი ხელმისაწვდომობა;
  •  განვითარებაზე ორიენტირება;
  •  მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა;
  •  ეროვნული თვითშეგნება.

ძიება