სამუშაო შეხვედრა გიმნაზიაში

 

2011 წლის 30 მაისს,  გიმნაზიის დირექტორის, სამთავისისა და გორის მიტროპოლიტ ანდრიას ლოცვა-კურთხევით ჩატარდა სამუშაო შეხვედრა ადმინისტრაციის, მასწავლებელთა და მშობლების მონაწილეობით.

შეხვედრის მიზანი იყო, გიმნაზიის მიმდინარე მდგომარეობის შეფასება და განვითარების ექვსწლიანი სტრატეგიული გეგმის შემუშავება. შეხვედრის მონაწილეებმა, ცვლილებები შეიტანეს გიმნაზიის მისიაში, შეაფასეს განვლილი საქმიანობა, განსაზღვრეს მრავალწლიანი ხედვა, დასახეს ექვსწლიანი მიზნები და შეიმუშავეს გიმნაზიის განვითარების ერთწლიანი გეგმა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოსწავლეთა მშობლების აქტიური მონაწილეობა, სამომავლო მიზნების მისაღწევად ამოცანების დასახვასა და განხორციელებაში. მუშაობას უძღვებოდა გიმნაზიის მასწავლებელი მაია წეწვაძე.

    ჯგუფებში მუშაობისას გამოიკვეთა, მიმდინარე ეტაპზე, გიმნაზიის განვითარების ხელშემწყობი და ხელშემშლელი ფაქტორები. შეივსო სასწავლებლის ფასეულობების ჩამონათვალი. გადანაწილდა პასუხისმგებლობა, უახლოესი ერთი წლის განმავლობაში შესასრულებელ საქმიანობებზე. სამუშაო შეხვედრის შედეგები აისახება საგიმნაზიო დოკუმენტებში, რომელიც დამტკიცდება გიმნაზიის დირექტორის მეუფე ანდრიას მიერ.

 

1 2 3 4 5 6 7 8

ძიება