,,ჩემი საქართველო"

ბუნებისმეტყველების მასწავლებლის, ქ. ნელი ნაოჭაშვილის ხელმძღვანელობით  2011 წლის 6 ივნისს ჩატარდა ღონისძიება თემაზე ,,ჩემი საქართველო".

მონაწილეობდნენ გიმნაზიის წმინდა პეტრესი და პავლეს სახელობის (დამრიგებლი ი. ჯალალი) და მთავარანგელოზთა დასის სახელობის (დამრიგებელი გ. ბუთხუზი) მეოთხე კლასის მოსწავლეები. მათ თემების სახით წარმოადგინეს მოძიებული მასალა საქართველოს კუთხეების შესახებ. განხილულ იქნა ჩვენი ქვეყნის კუთხეებისათვის დამახასიათებელი თვისებები, მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლები, ლეგენდები კუთხეების სახელწოდებების შესახებ და სხვა. მცირე კონფერენციის შემდეგ გაიმართა ინტელექტუალური კონკურსი ორივე კლასის მონაწილეობით. გამოვლინდნენ გამარჯვებულები და საუკეთესო მოთამაშეები.

 

1 2 3 4 5 6 7 8

ძიება