მეოთხე კლასი დავამთავრეთ.

წმინდა მოციქულთა პეტრესი და პავლეს სახელობის მეოთხე კლასს შემაჯამებელი გაკვეთილით გამოემშვიდობა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ნანა ცეცხლაძე, დამრიგებელი ი. ჯალალი.

,,კიდევაც დაიზრდებიან"- ასეთი იყო ამ გაკვეთილის ძირითადი თემა. ბავშვებმა გაიხსენეს და მოკლედ მიმოიხილეს პედაგოგთან ერთად განვლილი წლები, შესწავლილი მასალა, დაწერეს თავისი სურვილები და ფიქრები და ერთ კონვერტში მოათავსეს. კონვერტს წლების შემდეგ გახსნიან და მათთვის ალბათ ძალიან საინტერესო და სახალისო იქნება წარსულში დაბრუნება ამ ნაწერების საშუალებით. გაკვეთილი საინტერესოდ წარიმართა,  როგორც ბავშვებისთვის, ასევე დამსწრე პედაგოგებისა და მშობლებისათვის. 

 

1 IMGA0554 IMGA0562 IMGA0563 IMGA0565 IMGA0566 IMGA0567 IMGA0569 IMGA0571 IMGA0573 IMGA0575 IMGA0570

ძიება