ღია გაკვეთილი მეცხრე კლასში

ანდრია პირველწოდებულის სახელობის IX კლასში ჩატარდა ინტეგრირებული გაკვეთილი ხელოვნებასა და გეოგრაფიაში. (ხელოვნების მასწავლებელი ქ. ლობჟანიძე, გეოგრაფიის მასწავლებელი ლ, ყეინაშვილი) თემაზე: საქართველოს კუთხეები და მისი კულტურული ღირსშესანიშნაობები.

მოსწავლეები ოთხ ჯგუფად მუშაობდნენ. თითოეულმა _ საქართველოს ცალკეული კუთხე წარმოადგინა (შიდა ქართლი, იმერეთი, რაჭა, კახეთი.) ჯგუფებს საინტერესო და მრავლის მომცველი პრეზენტაციები ჰქონდათ. მათ ისაუბრეს ამ მხარეების ადგილმდებარეობაზე, ლანდფშატზე, ბუნებრივ პირობებსა და რესურსებზე, დემოგრაფიულ მდგომარეობაზე, ქალაქებზე, სახალხო მეურნეობის დარგებზე, აგრეთვე მნიშვნელოვან ხუროთმოძღვრების ძეგლებზე, იქ დაბადებულ გამოჩენილ ხელოვან ადამიანებსა და მათ შემოქმედებაზე.
გაკვეთილი მოსწავლეთა ნამუშევრების შეჯამებითა და შეფასებით დასრულდა.

 

 

1 2 3 4 5

ძიება