პედაგოგიური საბჭოს შემაჯამებელი სხდომა.

გიმნაზიაში პედაგოგიური საბჭოს სხდომა გაიმართა.

  სხდომას ესწრებოდნენ: სასწავლებლის დირექტორი, სამთავისისა და გორის მიტროპოლიტი ანდრია, გიმნაზიის მოძღვარი დეკანოზი იოანე (ცხვირაშვილი), დირექტორის მოადგილეები თინათინ გვერდწითელი, მანანა კაკაურიძე, სასწავლებლის პედაგოგები. მოისმინეს მეორე სემესტრისა და 2010-11 სასწავლო წლის ანგარიში.

  კათედრის ხელმძღვანელებმა ისაუბრეს კათედრის მიერ გაწეულ მუშაობაზე. კლასის ხელმძღვანელებმა პედაგოგიურ საბჭოს გააცნეს სადამრიგებლო კლასების აკადემიური მოსწრება და ყოფაქცევა. საბჭომ იმსჯელა შესაძლო ცვლილებებზე, რომელიც ახალი სასწავლო წლიდან შეიძლება აისახოს გიმნაზიის სასწავლო გეგმაში. განხილულ იქნა მშობელთა გამოკითხვის შედეგები, რომელთა გათვალისწინება მოხდება სასწავლებლის შემდგომ საქმიანობაში, ასევე დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვა საკითხები.

  სხდომის დასასრულს,  მეუფე ანდრიამ შეაჯამა 2010-11  სასწავლო წლის მუშაობა, მადლობა გადაუხადა გიმნაზიის პედაგოგიურ კოლექტივს გაწეული მუშაობისათვის, დააჯილდოვა მასწავლებლები ნაყოფიერი მოღვაწეობისათვის და დალოცა სასერთიფიკატო გამოცდებზე გამსვლელი პედაგოგები.

 

1 02

ძიება