ჩვენი სასწავლებელი, დღეს , 2011 წლის 30 ოქტომბერს ხუთი წლის გახდა. გიმნაზიაში მობრძანდა და საზეიმო წირვა აღავლინა სამთავისისა და გორის მიტროპოლიტმა ანდრიამ.
აღსაზრდელებმა, მშობლებმა, მასწავლებლებმა ყურადღებით მოისმინეს მეუფის ქადაგება, შემდეგ კი დაესწრნენ საზეიმო ღონისძიებას გიმნაზიის მოსწავლეთა მონაწილეობით.