22 დეკემბერს წმ. მღვდელმთავარ გაბრიელისა და ღირსი იოანე ათონელის სახელობის I კლასის მოსწავლეები ერთმანეთს მათემატიკურ საშობაო ზღაპარში შეხვდნენ(პედაგოგი მანანა სირბილაძე).
ორ დას, რომლებიც მუდამ ჩხუბობდნენ, ზღაპრის გმირები ეწვივნენ. მათ მათემატიკური პაექრობა გამართეს. ნაცარქექიამ, კომბლემ, ფიფქიამ, ფერიამ, პეპი გრძელიწინდამ, წითელქუდამ, ბაჭიებმა, ალადინმა, პრინცმა, პრინცესამ და ზრაპრის სხვა გმირებმა ამოხსნეს ამოცანები, აპლიკაციებით ააგეს ქალაქი, იპოვეს უცნობი კომპონენტები, შეადარეს რიცხვები, შეავსეს ცხრილები; შობა-ახალი წელი მიულოცეს ერთმანეთს, შეარიგეს ნაჩხუბარი დები და ასწავლეს: ყველაზე დიდი საჩუქარი ამ ქვეყნად სიყვარული და მეგობრობაა.