ა(ა)იპ ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზია

მათემატიკური ოლიმპიადა გონიერი

დებულება

1. ოლიმპიადის შესახებ

მათემატიკურ ოლიმპიადას ატარებს ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზია.

ოლიმპიადა ტარდება დაწყებითი საფეხურის II-VI კლასების მოსწავლეთათვის.

ოლიმპიადის ჩატარების ადგილი – ქ.გორი, სამეფო ქ. №5.

 

2.  ოლიმპიადის მიზანია:

  • დაწყებითი კლასების მოსწავლეებში მათემატიკის სწავლის მოტივაციის გაზრდა და  ინტერესის გაღვივება;
  • ლოგიკური აზროვნებისა და ანალიზის უნარის განვითარება;
  • მათემატიკური ნიჭით დაჯილდოებული მოსწავლეების გამოვლენა;
  • ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადებში მონაწილეობისათვის გამოცდილების შეძენა;
  • სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებისა და მასწავლებლების დაახლოება, თანამშრომლობა და გამოცდილების გაზიარება.

3.  მონაწილეები

ოლიმპიადაში მონაწილეობის მიღება  შეუძლიათ  საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების დაწყებითი საფეხურის II-VI კლასის მოსწავლეებს.

4. ოლიმპიადის ჩატარების ფორმატი

მათემატიკური ოლიმპიადა  „გონიერი“ ტარდება საქართველოს მასშტაბით და მოიცავს 3 ტურს. პირველი და მეორე ტურის ჩატარებას უზრუნველყოფს ოლიმპიადაში მონაწილე სკოლა; მონაწილეობის მსურველმა უნდა  შეასრულოს ოლიმპიადის ორგანიზატორების მიერ შედგენილი ტესტები (ტესტები სკოლებს მიეწოდებათ ელექტრონული სახით).  მესამე, ფინალური ტური ტარდება ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზიაში.

ოლიმპიადის I  - შესარჩევი ტური

შესარჩევი ტური ტარდება ოლიმპიადაში მონაწილე სკოლაში, კლასების მიხედვით. შესარჩევი ტურის გამარჯვებულია მოსწავლე, რომელმაც აღნიშნულ ტურში დააგროვა ტესტის მაქსიმალური ქულის  60%  და მეტი. მოსწავლის ნამუშევარს ადგილზე ასწორებს მასწავლებელი.

ოლიმპიადის II  - ნახევარფინალური ტური

ნახევარფინალური ტური ტარდება ოლიმპიადაში მონაწილე სკოლაში. მოსწავლის ნამუშევარი გასწორდება ადგილზე. ფინალურ  ტურში გადადის თითოეული ასაკობრივი ჯგუფიდან (II, III, IV, V, VI კლასი) საუკეთესო შედეგის მქონე მაქსიმუმ 5 მოსწავლე.

ფინალურ  ტურში მონაწილე მოსწავლეთა მონაცემები უნდა ეცნობოს გიმნაზიას ელექტრონული ვერსიით მისამართზე ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript. 28 აპრილამდე (მოსწავლის გვარი, სახელი, კლასი, სკოლა, მასწავლებლის სახელი, გვარი, საკონტაქტო ტელეფონი).

ოლიმპიადის III  - ფინალური  ტური

ფინალური ტური ტარდება ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზიაში.

ფინალური  ტური ტარდება ორ სესიად.

  • პირველი სესია - II, III კლასი.- რეგისტრაციის მიმდინარეობა: 10:00-10:30, ტურის ხანგრძლივობა 1 საათი და 30 წუთი;
  • მეორე სესია - IV, V, VI კლასი - რეგისტრაციის მიმდინარეობა: 12:30-13:00, ტურის ხანგრძლივობა - 2 საათი.

მოსწავლეთა ნამუშევრები გასწორდება ადგილზე. შედეგები გამოქვეყნდება გიმნაზიის ვებ-გვერდზე  gmgimnazia.ge

5. გამარჯვებულის გამოვლენა  და დაჯილდოება

მოსწავლეთა ნამუშევრების გასწორება დაიწყება პირველი სესიის დასრულებისთანავე. ნამუშევრების შეფასებას უზრუნველყოფს ოლიმპიადაში მონაწილე სკოლების მასწავლებელთაგან შემდგარი ჯგუფი.

მათემატიკური ოლიმპიადის გამარჯვებულად ჩაითვლება ის მონაწილე, ვინც დააგროვებს უმაღლეს ქულებს.

ყველა ასაკობრივ ჯგუფში გამოვლინდება I, II და III ადგილზე გასული მოსწავლეები.

დასახელდება გამარჯვებული სკოლა, რომელიც გამოვლინდება საპრიზო ადგილებზე გასულ მოსწავლეთა რაოდენობის მიხედვით.

ჯილდოებს აწესებს ა(ა)იპ ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზია.

დაჯილდოვდებიან I, II და III ადგილზე გასული მოსწავლეები, გამარჯვებული სკოლა და გამარჯვებულ მოსწავლეთა მასწავლებლები. მათ გადაეცემათ დიპლომები და ფასიანი საჩუქრები.

6. ოლიმპიადის ჩატარების ვადები

  • ოლიმპიადის I შესარჩევი ტური - 2012 წლის 12– 20 მარტი;
  • ოლიმპიადის I  ტურის შედეგები გამოქვეყნდება  - 2012 წლის 25 მარტამდე;
  • ოლიმპიადის II  ნახევარფინალური ტური - 2012 წლის  26 მარტიდან – 20 აპრილამდე;
  • ოლიმპიადის  II ტურის შედეგები გამოქვეყნდება - 2012 წლის 26 აპრილამდე;
  • ოლიმპიადის III  ფინალური  ტურის - ჩატარების თარიღი - 2012 წლის 5 მაისი;
  • ოლიმპიადის  III ტურის შედეგები გამოქვეყნდება  - 2012 წლის 21  მაისი.
  • გამარჯვებულთა დაჯილდოება - 2012 წლის 25 მაისი.

საკონტაქტო ინფორმაცია

ა(ა)იპ ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზია

მისამართი - ქ.გორი, სამეფო ქ. №5

ტელეფონი -  0(370) 270432

ელ. ფოსტის მისამართი - ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

ვებ-გვერდის მისამართი - gmgimnazia.ge

ძიება