02.04.2012 ღირსი იოანე ათონელის სახელობის პირველი კლასის მოსწავლეები მათემატიკურ ქალაქს აშენებდნენ (პედაგოგი მანანა სირბილაძე). ოთხმა ბრიგადამ ფერადი ქალაქები ააგო. მათ ქულების სახით მიიღეს სახლები, ხეები, ყვავილები, მანქანები, შუქნიშნები. გაიმარჯვა გუნდმა, რომელმაც ყველაზე უკეთ მოაწყო საკუთარი ქალაქის ინფრასტრუქტურა. ვულოცავთ პატარებს გამარჯვებას.