ოლიმპიადა "ლიდერის" გამარჯვებულნი

2012 წლის 17 მარტს,  გორის მუნიციპალიტეტის სკოლების მოსწავლეთათვის ჩატარდა სასწავლო ცენტრ ,,ლიდერის“ მიერ ორგანიზებული ოლიმპიადა ქართულ ენაში.

აღნიშნულ ოლიმპიადაში გიმნაზიის III-IV კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ, სულ 60 მოსწავლე.

პირველი ხარისხის დიპლომი დაიმსახურეს წმ. ბარბარეს სახელობის მეშვიდე კლასის მოსწავლე თინათინ ინაურმა და წმ. იოანე ნათლისმცემლის სახელობის მეექვსე კლასის მოსწავლე მიხეილ ფირანიშვილმა (მასწავლებელი მაია მელიქიშვილი).  მეორე ხარისხის დიპლომები გადაეცათ გიმნაზიის 39 მოსწავლეს (პედაგოგები: მაია მელიქიშვილი, მანანა კაკაურიძე, ნანა ცეცხლაძე, თინათინ ალავიძე).

 

1 2 3 4

ძიება